ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2009


წამოდი!

ნახე!
ნაცრისფერი ბეღურა შემოეჩვია
აგურის სახლის თეთრ ფანჯრებს,
შეხედე!
ეჭვიანი გრძნობა ფურცლებს აცლის
ყვითელგულა, ნარნარ გვირილებს,
წამოდი!
სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ლამაზია
და ტანჯვა და ცრემლი არ გვხვდება,
სამყაროდან, საიდანაც
ცამდე ასასვლელ გზამდე საფეხურია ცოტა...

გაჩვენებ ოცნებას, რომელიც წუთით
მაინც იქცევა რეალობად
და სიზმარს, რომელიც ერთხელ
მაინც ახდება ცხადში.
წამოდი!
ადგილას, რომელიც ბევრად უფრო ლამაზია
და სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ფერადია,
ვიდრე მიწიდან დანახული შვიდფერა ცისარტყელა...

ლიკა ოხანაშვილი
8.07.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები