ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2009


ისევ...

***
ისევ დუმილი.....
მარტოობის მრავალწერტილი....
და  უშენობის ქათქათა გამა...
საათი კეცავს წამებს...
                                    წუთებს...
აქ მე  ვჩერდები:
ვიდრე ისრების ბოდიალში
ეს ღამე გავა,
შეემატება ჩემს ჭაღარას
ფიქრით სითეთრე...
დაიძირება ფარატინა შენი  სიკეთე...
და მე -  მარტოხე,
                      კაფანდარა ვაშლის მარტოხე
ისევ ვიფეთქებ!
კვირტად კი არა,
არც ყვავილად!...
დამიმახსოვრე აი ასეთი:
მარტოსული,
გაბზარული ხმით და
                                კითხვებით...
მე ბრალის ვარ........
                            თვალხილულთა მონდომებით
                                            არ ვიკითხები...
მომილამუნე ეგ თითები დაცარულ შუბლზე
ეს შენ ვერ მხედავ,
                          მე შენს წადილს ვხვდები და ვუმზერ.

ისევ დუმილი...
მოლოდინმა დამამსხვრია,
  თუ თვით იმსხვრევა
ღამე ყუჩდება....
დილა იწყება.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლევან დევაძე ვულოცავთ დაბადების დღეს