ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2008


"მოურიდებელი" :)

მაცდურად გიელავს ირიბად გაჭრილი თვალები,
მათში ირეკლება შენს მკლავზე ნაწოლი ქალები...

თითქოს მაჰიპნოზებ, თვალების მახეში ვებმები,
დუმილით გთანხმდები,მოუღლელ შენს ვნებას ვნებდები,
ვერთდებით...

დილა დადგება და თვალებს აგვარიდებს ნამრუშალთ,
არსად გაგვამხილო, დღეო, თუ ვიცელქეთ რა უშავს?

სინაზით გიელავს ახლა ეგ ირიბი თვალები...
მიყვარხარ! მკიდია ყველა შენი ძველი ქალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები