ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2009


გულშესავედრებელი უფლისადმი


შენს  ზვარაკად  თავგაწონილს,
დღემდის  ზნე-და-ფერუცვლელს,
დუმილსა  და  დუმილს  შორის
სიჩუმეს  რომ  ვერ  უძლებს...

მიწყივ  ხელს  და  თავაწყვეტილს,
ალს  რომ  იხვევს  შემმუსვრელს,
ვერც  რო  ბებერს,  სისხლდაწრეტილს
ტრფობის  ცეცხლი  ვერ  უმცრეს...

ჯერ  კიდევ  რო  გულისსწორის
ერთგულებაც  ვერ  უცნეს,
ღალატსა  და  ღალატს  შორის
კვნიწ  ეჭვსაც  რომ  ვერ  უძლებს...

ცხრაუცხოსთვის  ძმობის  მქმნელი,
ვისაც  ძმებმაც  ვერ  უძმეს...
კვლავ  ალალად  ცნობათხელი
უძმობას  რომ  ვერ  უძლეს... –

აწ  ზ ე ა ს ძ გ ე რ ს  შენს  სამკვიდროს,
მარადისს  და  შეუძვრელს,
ვინც  მდიდარი  მტრებით  მუდამ
უმტრობას  რომ  ვერ  უძლებს...

მონას  უღირსს,  მაგრამ  ერთგულს -
მგმობთა  შენთა  შემმუსვრელს,
შენ  უკურთხე  პური  ბედკრულს,
სპაც  წყეულთა  შენ  უმცრე!..

ოდენ  შენს  იმედად  შთენილს
მტარვალთ  ოდენ  შენ  უძლევ!..
შენ  უკურთხე  ცრემლიც  მტევნის,
უძმოდ  შთენილს  -  შენ  უძმე!..

სხვა  ვინ  და  ვით  შეიყვარებს,
სხვა  ვინ  შესძლებს  შეუძლებს,
შვებაც  შენ  თუ  არ  მოჰგვარე,
როს  სალმობას  ვერ  უძლებს?!.

შენი  რწმენის  მოეც  ძალი,
შუბლს  მირონიც  შენ  უცხე...
არ  ჩაუქრო  კერის  ალი,
კვერიც  ობლის  შენ  უცხვე!..

მხოლოდ  გრძნობას  ნუ  შებღალავ
ბედთან  ჯვარდაწერილის
და  ნუ  გახდი  გიჟის  ხალათს  -
შიშველი  ხომ  ვერ  ივლის ?!.


სათაური  ლაშა  გახარიამ  შეურჩია.  მისი  რამდენიმე  შენიშვნაც  გათვალისწინებულია.  ლექსი  მოეწონა  და  რამდენჯერმე  წამაკითხა  ჩვენს  ტრადიციულ  პურობებზე...  უხაროდა  ლექსების  ,,პრემიერები”...
ათობით  ლექსი  პირველად  სწორედ  ჩვენს  ბოჰემურ  სუფრებზე  აქვს  წაკითხული...
ახლა  ლაშას  მერე  მეგობრები  რომ  ვიკრიბებით,  გვგონია,  რომ  საცაა  ლაშაც  შემოგვიერთდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები