ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2009


მიქცევა



მიქცევასავით ვარ დღეს და სავსემთვარეობას ველოდები.
რა მომიტანა ღამისთევამ?
მგელდაცემული ბატკანივით მითრთის სხეული...
ოფლში დავცურავ...
იმიტაცია:
მე გავრბივარ შენგან,
ყველასგან...
წვიმის ბაქნებით...
როგორც მირაჟი,
მატარებლის ბოლო ვაგონი
თვალის კუთხეში...
მოულოდნელად
ნიჟარების მძივი გამიწყდა,
მათ შეგროვებას მოვუნდები, ალბათ, დილამდე.
ამ ღამესაც თეთრად ვათენებ
და შენზე ვფიქრობ, -
ისევ ტყუილად...
რკინის ბორბლები უკრავენ ჯაზს
და ფანჯრიდან ფანტომების ფოტოსესია...
მიქცევასავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები