ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


სასჯელი

უაისობის შიში და ძრწოლა
ღამეს მწუხრისფერ ფარდად ეფინა,
ქერუბინებთან ვირჩიე ბრძოლა,
ედემის ვაშლი რომ დამეკრიფა..
      გობელენებზე ვხატავდი ვარდებს,
      მიტარებია ბედი-მარქაფა,
      ოკეანეშიც მისვრია ბადე
      და მიქცევია დარდი სადაფად..
გამომიძერწავს უარაფრობის
სივრციდან უტყვი ბარელიეფი,
და გულგოროზი მიუსაფრობა,
დამიხატია ცისკრის მთიებით...
      და როცა სული ღმერთისგან გადგა,
      სოდომის ცეცხლი აღარ მაკმარეს,
      უკან მოხედვა გავბედე, რადგან,
      მარილის სვეტად ქარში ვკანკალებ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები