ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
7 ივლისი, 2009


გ ა მ ო ც ა ნ ე ბ ი

***
რატომ დარდობს ყვავილი,
რატომ ვეღარ ბრწყინავს?
იმიტომ,რომ ერთი თვეა,
არ მოსულა  ...

***
უმაგისოდ შენ ვერ გაძლებ,
დაიღლები,ძამია,
მუნჯია და მაინც გშველის,
თქვი,რა არის?  ...

***
ეგ გალობას ვერ ისწავლის,
ისე ჩხავის,გიკვირს.
მელას აფრთხობს,დათვს აღვიძებს,
გაგახსენდათ?  ...

***
შეხედავ და გაიხარებ,
თუმცა ცოცხლობს ერთი წამით,
ფოთოლს შვენის,მტევანს შვენის,
რა არის და წვეთი  ...

***
ზამთარში თუ დაივიწყებ,
საქმე შეგემთხვევა ცუდი,
გაზაფხულზე?კი,ბატონო,
აქეთ_შენ და იქით_  ...

***
მისთვის ასი,ასჯერ ასი
ღამე უნდა გაათენო,
უნდა გწამდეს,როგორც ღმერთი,
ჩვენი დედა  ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს