ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
10 ივლისი, 2009


პასუხად მირიან ბაგრატიონს

ლექსად რომ გითხრა, ჯობია,
მირიან, ჩემი სათქმელი,
შენს ნაწერს როგორც შევხედე,
შეცდომა დამხვდა, რამდენი!

მერე, კითხვაც  რომ დავიწყე,
დანდობას მთხოვდნენ თვალები,
ტექსტის ბოლოში გავედი,
ვაი-ვუით და წვალებით.

ხან  წერტილები არ იყო,
მძიმე - ზომაზე ბევრია,
ზოგიერთ სტრიქონს სიტყვა სულ
უშინაარსოდ ერია.

ჩემმა შენიშვნამ რატომღაც,
შენი ღირსება შელახა,
გირჩიე, დაბეჭდვის შემდეგ,
ტექსტი თვითონვე გენახა.

არ დამიჯერე, მითხარი:
"ჩემი ცუდი გაქვს გულშია,
შენიშვნას აზრი არა აქვს,
არ მომდის აინუშშია."

ცუდი არ მითქვამს, გეწყინა,
მე ცოდვით ლამის ავტირდი,
ერთი შენიშვნის გულისთვის,
თავზე დამამხე საიტი.

ახლა ესეც არ მიწყინო,
ნათქვამი, როგორც კაფია,
ნერვებს უფრთხილდი, არ გაწყდეს,
ისედაც თხელი ძაფია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები