ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


***


--------------------------------------------------------------------------------

იქ,უდაბნოში,მხეცთა შორის,
უფრო მეტი მადლი ყოფილაო,_
უთხრა ჭაღარა ტარიელმა
ჭაღარა ნესტანს...

***
დარდის ყვითელ ფერდობზე ამავალი
სიხარულის მწვანე ბილიკი_
ჰორიზონტთან რომ არა მათავრდება
და ცაში გრძელდება...

***
მონატრების მწვანე ტოტზე
გული და გონება
სამოთხის მტრედებივით ღუღუნებენ.

***
რა სევდიანად იღიმება
დედამიწა
სამშობლოს ჩრდილით.

***
ბოლო ვარსკვლავივით
ჩუმად და ლამაზად.

***
სასტუმროს სარკესავით
ივიწყებს სახეებს...

***
გულში ჩრდილი მანათობელი_
ნაკვალევი შენი დარდისა...

***
აღარც ცა.აღარც დედამიწა.
სიყვარულის ნათებაში
გამქრალა ორივე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები