ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: საბავშვო
13 ივლისი, 2009


თამარქალის მირონცხებისა

ამ  ბედნიერ  დღეს  ჩემი  პატარა
თამარქალი  ჩვენი  დიდი  პატრიარქის
პატარა  ნათლული  ხდება!!!



აქოჩრილმან  მთამან  -  ქარით
გადივარცხნა  კეფა:
- მობრძანდაო  თამარქალი
მცხეთას  -  მირონცხებად!!!

არ  იჩქარის  არსად  ქარი  -
მიშვებული  ნებას,
გზადშეყრილი  არაგვს 
მტკვარი
რაღაც  ისეთს  ჰყვება...

მორჭმით  მდგარი  ცასთან  ჯვარი
წმინდას  დასცქერს  ემბაზს :
-  გაშორდესო  ქართლსა  ჯავრი!!!
-  იმწუხრონო  მტრებმა!!!

ნინოს  ღაწვზეც 
ჯვართან  ჩავლის
ჟამს  -  ცრემლები  შრება :
-  დრო  დადგაო
დასჯად  მავნის
და  იბერთა  შვებად!!!

ჯვარიც,
ზვარიც,
ქარიც,
ზარიც -
ახარებენ  ემბაზს :
-  მობრძანდაო
თამარქალი
მცხეთას  -
მირონცხებად !!!

იბერია
უფლის  ძალით
კვლავაც  ილოცება!!!


13.  7.  2009.  წ. ქ. შ.
04  სთ.

    სვეტიცხოვლობას  გილოცავთ !!!
    იხსნას  მადლმან  მისმან  საქართველო  შინა  და  გარე  მტერთაგან!!!
    ამინ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები