ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2009


ძველი პიანო....

სულში შემოდის თბილი აისი,
როგორც ალერსის ნელი პიანო,
სიზმრად ნაპოვნი ედელვაისი
ცხადთან არ მომყვა და ვდარდიანობ...
დრომ წარიტაცა ცისფერი ღამე
და მოსასვლელი ფიქრიც დანისლა,
მაინც წარსულში გაქცეულ წამებს
ვერაუხსნელი შერჩათ ქარიზმა...
მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი,
და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს,
ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით,
თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
ვამბობ და ჩემში მოგძახის ქალი,
წყენავ, ტკივილით შემორკალულო,
ისე, ვით მკლავზე აჭრილი ხალი,
საშიშიც ხარ და სასინალულოც....
თუკი ამ ტკივილს ვეღარ ავიტან,
და შიშის აჩრდილს ავედევნები,
უნდა იზიდას გული ჩავიდგა
და გამოვიბა მისი მტევნები...
თბილი აისი სულში შემოდის
დავიწყებული ძველი პიანო,
თუ შენ არა ხარ, ვისაც ველოდი,
არც რა მქონია სადარდიანო....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს