ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2009


დღეს სამყაროში...

ყოველ ნაბიჯზე ტკივილია,
ცრემლი,
გოდება,
წელს ეყოფოდა,
რაც იღვრება სისხლი კვირაში,
ქუჩის კუთხეში
ხელგაწვდილი ქალი მათხოვრობს,
ვინც არ მათხოვრობს,
სხვისი ნივთი მიაქვს ჩუმად შინ.

პარვა და გლეჯა
ზოგისათვის უკვე ჰობია,
სიკეთეს ნახავ და იმასაც -
მხოლოდ მირაჟში.
გამოფხიზლებულს კვლავ გესვრიან
(სიტყვას გესლიანს),
ვერ გადარჩები,
ამოგიღეს თუკი მიზანში.

სარწმუნოება მოდა გახდა,
ან გზა საუბრის,
ქვეყნის სიყვარულს იყენებენ
სიტყვის ტრიალში,
სამყარო იქცა
უსულგულო ხროვად ხალხისად,
მიწაც ვერ უძლებს
და ბობოქრობს გულის წიაღში...

არ დაჰყოლოდნენ
გულის წადილს, თვალის სიხარბეს,
კაცობრიობა
იცხოვრებდა ლამაზ სიზმარში,
ჯოჯოხეთისთვის გაგვიმეტა
ქალმა პირველმა,
რა იქნებოდა,
არ გეჭამა,
ევა, ის ვაშლი.         
                                   
ლიკა ოხანაშვილი
15.07.2009
                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები