ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


სხვა

არა..... აქ  სხვა რამ სხვაფრივ მოხდება......
სხვა ამბავი აიკინძება და სულ სხვაზე ვილაპარაკებ.....
იმ სხვას გზადაგზა სხვაფერჩადგმულ კაბებს ჩავაცმევ,
და სხვა ტახტზე წამოვასკუპებ, სხვა სიზმარნახულს.......

არა.... აქ სულ სხვა რამ უნდა მოხდეს...თუ უკვე ხდება....
სხვა დროში მყოფებს, 
სხვა საზომით გავზომავ და გრძელი ნაბიჯიც
ალბათ სხვაგვარად დამიმოკლდება,
რომ არ შეწუხდეს ის, ვიღაცა სხვა....
სხვა ვცელე ნიჭიც....

ო...არა....აქ  სულ სხვა რამ ხდება....
და სანამ სხვაზე გეოცნებება,
სანამ სხვის წუხილს სხვაგვარად ხვდები,
სანამ სხვებივით გამეპარები.....
სხვას არ მოვუშვებ,
არ მოგაკარებ,
სხვას ვერ ავიტან,
სხვას ვერ გადარებ....

არა..... სხვა ხდება....
სხვა ხასიათი დამაჩემა ამ სხვაზე დევნამ...
და რა ჯანდაბად?....
სხვას?.... ნეტაი, შენ...
სხვას შენ რას დარდობ?......
არა...დღეს სხვაფრივ სხვა მწყურია!
სხვისთვის სხვას ვწყალობ! 
და ამ სხვაფერს კი, არა.... არც მთხოვო.....
შენც არ დაგითმობ!
                                                              2009წ. 16 ივლისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები