ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივლისი, 2009


და მაინც... როგორც...

              მიდის დრო როგორც თავნება კვიცი და ახალ-ახალ საზრუნავს ტოვებს, გაგიჟებული ქარით ამინდი ულმობლად ამტვრევს გაძარცულ რტოებს. მიდის მდინარე ზანტი ზმორებით, მზეც მიდის მაგრამ სინათლეს ტოვებს,შემომემატა  ახალი ფიქრი, ფიქრით გასენილს რა გამაკვირვებს?!  გაგიჟებული ცრემლები ჯიბრით კი არ მაკვნესებს , უკვე მაკივლებს ...
    ცრემლით კვდებიან ალბათ  სუსტები, მე თავნება  და გაუტეხი ვარ. ჩემგან გარბიან ცეცხლის ენები, მე მივდევ, ვიჭერ, ალში შევდივარ.  მიყვარს და ვტკბები, როდესაც დათვებს ზამთრის ძილს ვუფრთხობ,  ვეთამაშები,  მძულს ბერიკაცი ახალგაზრდები, მიყვარს ბავშვები - დიდი ბავშვები. ვარ  სიმაშლილი გიტარა ცრემლად - მკრთალ ღიმილშიც  კი  ტკივილი ბრწყინავს, ვარ უძინარი ღამისმტეხველი და ვფხიზლობ მაშინ, როცა სხვებს  სძინავთ...
      და მაინც,  როგორც თოვაში ფიფქი ვარ დაკარგული  ერთადერთობით , დროს  არ მივდევ და ვით დავეწევი?  ჩემთვის დავდივარ - ასე ვერთობი!
        მშურს შემგუებლის , მონის,  მორჩილის, რომ შეუძლია  საბმელით რბენა, მიწა არ მყოფნის ისე ფიქრი ვარ  და ლაჟვარდებში მომინდა ფრენა.  ნაცრისფერ ხალხში გამოსარჩევად ღმერთმა მიბოძა წითური თმები, ამპარტავნობით არა, უბრალოდ ვინატრე , მერე გამიჩნდა ფრთები.  ამ მობობოქრე მტრების ქარიშხალს სხვა გზით , სხვა ხერხით ვერ გავაღწევდი, შემოღამებას მკვდარი სულებით ყელზე საბმელით ვერ  გავათევდი....
    არ ვიცი მხოლოდ ერთი ტკივილი - თხემზე  დოლაბი როგორ ტრიალებს, ვიცი იმ დღესაც ფიქრებში  ვიფრენ, მივეფერები ნაძვებს,  ლიანებს...
    ჩემს საღებავებს ყოველთვის აკლდათ ლაღი, ხალასი, ცელქი ფერები, რაც უფრო მეტად მირყევდნენ საყრდენს,  მით მიფრთდებოდნენ უფრო ხელები...
  არ ვიცი  წამებს ვინ გადაითვლის, ვინ  გადაზომავს დინებას წყალთა, მადლობა ხალხს , რომ  მჩუქნიდა ტკივილს,  ღმერთს - რომ დამბერტყა იმედის კალთა!!!
                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები