ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2009


არ დავიჩოქებ!

არ დავიჩოქებ!
არ მიყვარხარ და რომც მიყვარდე,
ცრემლიან თვალებს მოგარიდებ,
ვუძლებ სიშორეს,
არ დავიჩოქებ,
უშენობა თუნდაც მტკიოდეს,
სიყვარულთანაც არასოდეს არ დავიჩოქებ.

არ დავიჩოქებ!
არ მაწამეს და რომც მაწამონ,
მერე ჭრილობა დამიზილონ
თუნდაც მარილით,
ტკივილს ვიშორებ
და სისუსტეს სხვას არ ვაჩვენებ,
არა! ჩემს მტერთან არასოდეს არ დავიჩოქებ.

არ დავიჩოქებ!
არ მწყურია და რომც მწყუროდეს,
სხვას წყლის სანაცვლოდ
დამცირების ჰქონდეს საბაბი,
თუ დავიჩოქებ დასალევად,
მხოლოდ წყაროსთან,
ადამიანთან? არასოდეს არ დავიჩოქებ.

არ დავიჩოქებ!
არასოდეს ნაცვლად არაფრის,
ვინც არ იცოდა, დაიჯეროს,
მინდა იცოდეს:
მუხლზე დავდგები ერთადერთი -
უფლის წინაშე,
ეკლესიაში სალოცავად თუ დავიჩოქებ.

ლიკა ოხანაშვილი
24.07.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები