ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2009


ქორწინება

                                          ქორწინება


                                                                  „ქორწინება სიყვარულის პანაშვიდია“


      ახლა ყველაფერი გვიანია, არა უფრო სწორად -  შორია, მზეა დაძირული ატლანტიდა, ფიქრში გრიგალი და თოვლია...
      იმედგაცრუებეულს მარტოობა ხვდება როგორც ფანტში ყვავილი... მუხლებდაკაწრული სიჭაბუკე ჩუმად  ყავარჯნებით ჩაგივლის...
        უნაპირობის სანაპიროს ვიღაც უცხო გემი მოადგა, თეთრი ბაირაღი  ასწია და ტალღასაც ცრემლი მოადგა...
        მწარედ ჩაეცინა ქვიშის ნამცეცებში მომწყვდეულ ქვათა სიქვავეს...
        მაშველ  რგოლს მოეჭდე,    ის თითზე მოგეჭდო  და გარდაიცვალე იქავე....

....

ახლა ყველაფერია გვიანია -
არათითს დაუგეს ხაფანგი....
შენც თეთრ ბაირაღად გადმოჰფინე  კაბა სადედოფლოდ ნაქარგი...
ახლა ყველაფერი გვიანია...
არა,  უფრო სწორად შორია!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები