ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2009


ფრჩხილები

                            უკანასკნელი ლექსი შენზე

სცენა:
შენ - თეთრი ბრეტელებიანი კაბით -
მოგვიანებით ხელახლა ჩაიცმევ
ნიჟარების მძივით დაიმშვენებ დაწინწკლულ კისერს 
და ამ ორ ჩაცმას შორის
იქნება მცირე ხანი,
რომელსაც ერქმევა
მთელი საუკუნე - ჩემთვის
და ფრჩხილების დაჭმა ნუნებამდე
და სისხლიანი თითებიდან
ლექსდენა...
და რადგან ფრჩხილები ვახსენე,
ვხსნი:
(ჯერ კიდევ მაშინ შეგიყვარე, როცა არ გიცნობდი
და ყოველ დილით გელოდი
ვირტუალურ მეგობარს,
მერე იყო ჭაობისფერ მანტოზე აწყვეტილი ღილი,
ჩვენი არშემდგარი შეხვედრის შედეგი,
მერე გაზაფხული
და ჭერმის ყვავილების გათოვება,
კიდევ -
წვიმებთან გარითმული ქოლგები და შერბური,
კიდევ -
კართაგენი, რომელსაც სიზიფეს მოთმინებით ვაგებ
და შენ ამბობ - დაანგრიეო,
კიდევ -
(მოირგო საჰარამ ღამის პენუარი...)
მოდი, გამიცხადდი უდაბნოს დედოფლად,
იყავი ჰატშეპსუტი,
ანდა...
(აქ შენ ხარ - მიხვდებოდი!..)
და კიდევ -
ყველგან შენ ხარ, ასე მგონია,
და ზღვაზე წავედი და
სილურჯე ჩავტუმბე ლექსში და ჩამოგიყოლე და
მარტოობა ცხრა მთას იქით მოვისროლე
და საახალწლო სათამაშო გამოგიგორე და
ფანჯრის რაფაზე შენსავით ხიჭუჭა ჩიჩილაკი შემოვდგი და
ვაშინერსო, ამბობენ, მაგრამ
ახლაც იქ მიცდის).
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები