ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2009


უქმე დღეს დაწერილი წერილი




გამომაძევე ერთ დროს ბაღიდან,
იქ დაბრუნების სურვილიც არ მაქვს!
ქვეყანას შევძრავ, აქაც ვიპოვი
ნეკნნაკლულ ადამს!
თუმცა უტვინო ძვალი აართვი,
მაინც მისი ვარ და ავტკივდები;
მე ვარ ცოდვილი, მაგრამ უფალო,
როდესაც მკიცხავ, რატომ ტყუვდები?
განა, ადამი უჩემოდ გაძლებს?!
განა,მან ჩემთვის არ ღვარა ცრემლი?!
განა თვითონაც , მამავ ყოვლისა,
მრევლიანობას ჩემგან არ ელი?!
თუკი რამ ვცოდე, აჰა ვისჯები -
რაკი ვმრავლდები, ცოდვა შემინდეთ
ღმერთო, უჩვენოდ,
ჩვენ კი უშენოდ -
ვერ ვიარსებეთ -
უნდა შევრიგდეთ!
გზას ნუ მომიჭრი, თუ არ დამლოცავ,
თუნდ მომიშორე... გამინაპირე...
ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყანაზე,
ადამს  კი  არა!
თქვი რას აპირებ?

შენ რომ ბაღიდან გამომაძევე,
იქ დაბრუნების სურვილიც არ მაქვს
გული - რადარი აქვე ახლოს გრძნობს
ნეკნნაკლულ ადამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები