ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2008


სამია ღამის

სამია ღამის
(იტყოდა დათა),
ვზივარ და ვუსმენ
სიჩუმის სევდას,
საცაა ფანჯრებს
შეღებავს თეთრად,
გამოგლოვება
გარდასულ დღეთა.

სამი... ხვალიდან
აკრძალული მაქვს
ღამის თენება,
ფიქრებით სავსე,
და ბოლო ცისკარს
ვუკოცნი თვალებს,
ისიც ალერსით
ხელს მისვამს თავზე.

სამია ღამის,
წუხელ შემოვრჩი
და დილა ჩიტმა
ჭიკჭიკით მამცნო,
სიმღერა ჩუმი,
სიმღერა ჩემი,
ჩურჩულის რიტმით
ბაგეზე ანცობს...

სამია ღამის,
ვეხები სიზმარს,
სიზმარი ცხადში
ვიხილო უნდა,
და ბოლო ღამეს
ვათენებ ასე,
მერე თავის დროს
ვიძინებ მუდამ...

სამია ღამის,
ალბათ ბოდვები
გამოეპარნენ
საგიჟის დარაჯს,
მე... კიდევ ერთხელ
მოგიშლით ნერვებს,
მერე მიწაზე
დავდგები მყარად.

სამია ღამის
(იტყოდა დათა),
ვზივარ და ვუსმენ
სიჩუმის სევდას,
საცაა ფანჯრებს
შეღებავს თეთრად,
გამოგლოვება
გარდასულ დღეთა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები