ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2009


ტკივილი

ის არ გაფერადებს ....
მაგრამ უმისოდ ფერებს ვერ იგრძნობ.....
როგორც უშავოდ არა ჩანს თეთრი......

ის ჭრიალებს შენში უფორმოდ დარჩენილი,
შესუნთქული,
გაუმაძღარი
და ვნებიანად გეწაფება....

მას სიყვარულის ნაკაწრებზე უყვარს ყელყელაობა
და სისხლის  მოლურჯო ლაბირინთებით მიიწევს ზევით,
სულ ზევით.....

ის მასხარის უნიჭო ტანისამოსით გრთავს,
რომ დაგავიწყოს ირგვლივ ყველაფერი...
რომ დაგისაკუთროს და ნაწი-ნაწილ გახერხილი გადაგსანსლოს
გაუმაძღარი ცარიელი ფიქრის სტომაქში...

ის  უსიტყვობით გახრჩობს....
და ათასი სიტყვით გემშვიდობება....
რომ ამით გაბრუებული,
მერე გდევნოს....

ის უსაშველოა თავისი  თითქოს საშველით-
ლექსთა ფენებით, ღიმილებით, ხელზე თათუნით
ან ჰო.... გასეირნებით ბუნების წიაღში......
ჩაგიყუჩდება....
გამაყუჩებელს?.... კი, როგორ არა, ჩაგაყლაპებენ....
და მაინც .....
მაინც გაუთავებლად გლევს და გადნობს თავისი უპირო პირით,
გიწოვს თავისი ვნებიანი ტუჩებით....

ის მშვენიერების  გამთანგავ ნიავს დაგბერავს
და მიგიზიდავს თუ არა....
დაუნდობელი სილამაზის ქარიშხლად გადაიქცევა და....
ძარღვებში დაგივლის ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე.....

ის?..... ტკივილია..... შენი ძველი ნაცნობი და
თეთრსაც სულ მალე დაინახავ.....

                                                                              4 აგვისტო, 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები