ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2009


წვიმა, ბოლი და ფერფლი…


მ ი ნ ი პ ო ე მ ა

                                ე….ს

უხმოდ  ვიტანდი  ტკივილს  და…
ვწერდი…
ძალას  ვატანდი  ღდინგაცლილ  მაჯას…
ბწკარებს  შორის  კი  -
დაბინდულს  სევდით…  -
ვლანდავდი  მზერას  -
დღემდის  რომ  მტანჯავს…

ვფიქრობდი  ერთზე…
და  ვწერდი  სხვაზე…
ფრთებქვეშ 
ეკვროდნენ
ბწკარები
ბწკარებს…
ჩვენს  გზებს  -
სივრცეში
აცდენილ
ხაზებს -
ასდევნებოდა
ტკივილი 
მწარე…

არ  მაჩერებდა 
სიცივე  სკამზე…
ვდებდი  კალამს  და
ვიღებდი  ,,პრიმას”…
და  უმიზეზო  ეჭვებით  სავსე
კარს  არ  ვუღებდი
გაწუწულ  წვიმას…

იწვოდა  ,,პრიმა”
და  მწარე  ბოლიც
ავსებდა  ოთახს…
წამლავდა  შპალერს…
და  ნამწვით  სავსე
საფერფლის  ბროლიც
თავის  მწარე  ხვედრს
წყევლიდა  მწარედ…

ვჯდებოდი  ისევ…
და  ისევ  ვწერდი…
სხვაზე  ვფიქრობდი
და  ვწერდი  სხვაზე…
და  ჯადოსნური
იკვროდა  წრედი -
სინანულით  და 
ტკივილით  სავსე…

ცივ, 
სივრცის  რეცხვით
ქანცგაცლილ  წვიმას
წვეთებში
მწუხრის
ეწვნოდა  სხივი…
მაინც 
იოლად 
ვერ  ვთმობდი  იმედს,
თუმც  მასაც  თვალი
ეწვოდა  ,,პრიმით”…

და  გაგუდულ  და 
გათოშილ  ოთახს,
კარდახშულ  დილეგს
შეცივნულ  განცდის,
თითქოს  სწამდა  რომ
რაღაცას  გრძნობდა
გული,
რომელსაც
დროშიაც  ავცდი…

და  მეც  კვლავ  შენთვის…
და  მეც  -
კვლავ  შენზე…
დავწერ… 
და  ვეღარც  ვიფიქრებ  სხვაზე…
და  შენ  -
დღესაც  რომ
გიხმობ  და  გეძებ  -
მადლობას  გეტყვი,
რომ  მტანჯე  ასე!..

რომ  კვლავ  დარჩები
ჩემთან  და  ჩემში,
მოუხელთები,
ცელქიც  და  ანციც…
რომ  ცრემლით
ცხელი
ვიცვარო  პეშვი,
გაფიცხებული
ოცნების  ნაცრით…

რომ  იმ  ცისკრებზეც
ვიცრემლო  მიწყივ
და  იასამნის
უმანკო  ტოტი
სანთლად  ავუნთო
იმ  ცინცხალ  სიცილს,
რისთვისაც  უცებ
სიცოცხლეს  ვთმობდი!..

ჩაფლული
ფერფლში
საფერფლე 
ბროლის…
წვიმად  მეწველი
ღრუბელი  რუხი…
ცივი  ოთახი  -
ნაბური  ბოლით…
-  ინაწილებენ
ჩემს  მწირ  განძს  -  წუხილს…

და  მეც,  თუმც  მიმძიმს -
აქ  დავსვამ  წერტილს,
რათა  მკვდარივით
მივეგდო  ძილად…
იქნებ  ნათლისაც
დასცდეს 
ცას
წვეთი
და  გამინელოს
ტკივილი
დილამ…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები