ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2009


ძველი და ახალი...

გულით  კვდებიან  პოეტები…


უხმოდ  ნატირალი
ნუგზარ  ბერაძის  -  ღიღინო  ცახურის
ღია  სამარესთან

        ,,ადამიანი  მიწაზე  ბრბოა…
        მერე,  ზეცაში  იწყება  კაცი…”
                        ღიღინო  ცახური


გულით  კვდებიან  პოეტები,
გულით  კვდებიან,
უსულგულობას  სოფლის
რომ  ვერ  ურიგდებიან…

შენივ  გულისგან  მაინც  გიკვირს
ალბათ,  თავადაც,
თუ  უღალატომ
უღალატოს
ვით  გიღალატა…

ნაღდ  საუფლოში  ციურ  ძმათა
ახლა  მაღლდები…
გული  გღალატობს,
მაგრამ  გულს  არ  ეღალატების!..

ფრთხილად 
გაფარებს 
დეკემბერი
თოვლის 
სუდარას…
უფალმა  უკვე  ცად  გიბოძა
სულსაყუდარი…

მე  კი…
აქ  ვიდრე  ვალიდოლით  ჯიბეში  ვივლი,
მიწიერ  ბრბოსთან
ცის  კაცებზე
ვატირებ 
ტკივილს…


19.  12.  2002 წ.
დაწერილი  და  წაკითხულია
ნუგზარის  ღია  სამარესთან…



გაოცებული  ნუშისა

ასე  ანაზდად  აფეთქდა  ნუში,
თუ  ეს  მე  ვეგდე  დღემდე  ღრმაძილად…
საღათის  მაწვა  იქნება  ქუში,
ღამე  რომ  კვირად  გამიხანგრძლივა?!.

და  ახლა  ისე  მიცქერის  ნუში,
აშკარად  უკვირს  -  სად  ვარ  ამდენხანს…
ცისა  და  მიწის  ამ  ჟრიამულში
ძილქუშმა  წელში  ხომ  არ  გამტეხა…

როცა  ასეთი  დილა  გათენდა,
მნათი  აღმოხდა  ასე  ჩახჩახა…
როცა  მიდამო  -  ღამით  ნათენთი,
ასე  მონათლა  შაშვის  ჭახჭახმა,
ეს  ბერიკაცი,  ჟამით  ნათეთრი,
რად  ჩაჰყურებსო  მიწას  თავჩაღმა…

06.  08.  2009  წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები