ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2009


ხილული და ვერდანახული

მთვარიან ღამეს მთის მწვერვალზე იდგა ქალწული
და დამფრთხალ ვნებებს ცა ხატავდა, როგორც ჰაინე,
მითთა შორეულ სამყაროში ლექსით ჩაწნულით,
ღამის მანტია მოეხურათ შიშველ აივნებს...

ლორელაივით თმებს იშლიდა წარსული ფიქრი,
მაცდურ ღიმილით წყალმარჩხებში ხმობდა ნაოსანს,
საუკუნეთა მიუწვდომელ კლდეკარებს იქით
წარსული კვნესდა... იმედების სასაფლაოსთან...

ლოკის შხამივით იფრქვეოდა სამყაროს გესლი,
მზის სათნოებას დასტიროდა შუქი მთვარისა...
გადაბერწებულ ურთხელის ხეს სტკიოდა ფესვი,
არც კაცი ჩანდა... გამომთლელი კიდობანისა...

არ წვიმდა... თუმცა ფერი ედო სივრცეს წარღვნული,
ტკივილმა თმენა დაიდინა ჭირის ოფლივით...
და იდგა ღმერთი, ხილული და ვერდანახული...
ღმერთი ყველასგან უნუგეშოდ, უარყოფილი....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები