ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: საბავშვო
10 აგვისტო, 2009


გაზაფხულზე

შეათრთოლებს  სიო  კვირტებს,
შეაჟრჟოლებს  მთებს...
ქარი  ღრუბლებს  აიკიდებს,
გამოისხამს  ფრთებს...

მერე  სადღაც  გაფრინდება,
გაფრინდება  შორს...
მთას  ირემი  აყვირდება. 
უხმობს  გულის  სწორს...

იაც  ცრემლებს,  მოციმციმეს, 
გააყოლებს  ქარს...
ცხრათვალა  მზეც  გაიცინებს,
ცისას  გახსნის  კარს...

ჯერ  ჩანჩქერი  შესძრავს  ლოდებს,
მერე  გრგვინვა  -  მთებს...
და  ბეღურა  ატმის  ტოტზე
შეიმშრალებს  ფრთებს...

1964 წ.

დაიბეჭდა  ჟ,  ,,პიონერში"  1965  წელს,
ხოლო  1974  წელს  ექსპერიმენტული 
პირველი  კლასების  ,,დედა  ენა"-ში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები