ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2009


თავში ავარდნა 1 ,ანუ როგორ ერკალება ზედვაკელს მთვარე

ვიწყებ ისევ მოსალმებით-
გამარჯობა!
მე ტყეები გადმოვსერე უსიერი.
ახლა მთვარეს მთაწმინდაზე ვდარაჯობ და
ვარსკვლავები ასე თვალებკუსიები
რა ჯავარდენს გაცვენილან?-
რავი აბა...
მიხარია კიდევ ერთი  უხეირო
ახირება-
რითმებს მწვანე კალიებად
ვახტუნებ და თუთუნს ვახვევ,
ვიხუმრებ და-
ბოლო დროა, რაღაც თავში ამივარდა,
რა და..ალბათ -არაფერი,მაგრამ მაინც:
ადრე ასე ლაპარაკი არ მიყვარდა,
თავმდაბალი კაცი მყავდა საფიცარი.
ქალაქია...სადაც ბევრი ეკალია,
ერთი ვარდი...მირჩევნია იონჯა
ვთელო ბებერ მუხურაში,გერკალება
თავზე მთვარე... ზედვაკელო,გიო-ჯან!
სევდა სადაც გეკარება იშვიათად,
სადაც ქარი პენტავს ბამბას -ალუბლებს.
ჩაირბინე... მარტოობა იშვილე და
მონატრებულ მთებსაც გაესაუბრე.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები