ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2009


წესები

ასე წვიმიანი აგვისტო არ მახსოვს,
ძალიან ახლოა ფიფქებზე ფიქრები...
უაზრო განწყობას თითქოს ცა მკარნახობს
და მეც სევდიანი სინათლით ვინთები.

დღეს მისაყვედურეს გრძნობების აყოლა,
მთხოვენ, რომ ჩარჩოში მოვექცე წესების...
ეჰ, როგორ ავუხსნა, რომ როცა მარტო ვარ,
წესებო,
დარდად და წვიმებად მესევით.

დილითაც ჩამოსხდნენ რაფაზე მტრედები,
აკენკეს, მიიღეს მცირედი ულუფა...
დრო ისე ცოტა მაქვს როდესაც შენ გხვდები,
მაგრამ... რა თქმა უნდა, წესები - გულუხვად!

შემინდეთ, შემინდეთ გრძნობების აყოლა,
არ ვუსმენ იმ ჩუმ ხმას, წესებს რომ მკარნახობს...
ეჰ, როგორ აგიხსნათ, რომ ხშირად მარტო ვარ,
ასე წვიმიანი აგვისტოც....
                                  არ მახსოვს...


                     


                                          14.08.09
                                          დარინა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები