ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2009


მგონი...

    ასეთ აზროვნებას მიუჩვეველს მიჭირს სიძულვილზე ვისაუბრო- ისედაც  მოეძალა ცას  და    მიწას  სიცივე.... უსიყვარულოდ ცხოვრება ვაკუუმია  და მასში სიმძიმე იძინებს...
  ფიზიკა მარცხდება!!!
გრძნობებთან ჭჲდილში თვით ანატომიაც იჩოქებს და ბრძოლის ველიდან აღლუმით გამოდის სიცოცხლე...
  დაწიწილაქებულ-დაქუცმაცებული სურვილი, ნატვრა და ოცნება ჯაყჯაყით მიჰყვება არეულ ქარ-წვიმებს და ბოლოს ჩაიმოცნება,... ისე ვით ბოჩოლა ტუჩშეუმშრალებელი  ჩაკოცნის დედის ცურს ქიცინით, გონების ძახილთან სასტარტოდ დადგება სისხლის და სურვილის ღლიცინი....
    ღვთიური საწყისი ვაშლივით მოწყდება და ნიუტონურად ეშვება, რწმენით თუ შედგები, ზღვა რაა, ისიც კი ტერფებქვეშ არ ჩაგეშლება!
    ედემის ბაღიდან  სისინით კი არა, ტკარცალით გამოდის სიმწვანე -
მე მუცლითმეზღაპრეს , მუცლითვემოარულს რად მენდე?!  მიდი და  იწვალე!!!
   
    ასეთ აზროვნებას  ვეჩვევი და ... ცაც ქუდად და მიწაც  მახურავს...
დავძველდი...(?!) 
დროდადრო ვინამები....(??) 
მგონი ეპარება  სახურავს....(?!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები