ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაისი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


***

    ...  ...  ...  ...  ...

მინდა მოგიძღვნა ყველა ოცნება
მათთვის მეუფედ მინდა გაქციო,
მინდა გაჩუქო ეს ამო ვნება,
რომ სიყვარულად გადააქციო!

წახვალ წაიღებ სანუკვარ სურნელს,
დამესიზმრები ვიცი ეულად,
მოგპარავ ყველა მშვენიერ სურვილს
და აგისრულებ ყველას გრძნეულად!

ცამდე ავაწვდენ პატარა ხელებს,
წვიმას ვთხოვ ნაზი ნამით გეფეროს,
თმას დაგისველებ თბილი ცრემლებით,
შეგეხვეწები რომ მომეფერო!

ვერ გაგიბედავ სიტყვის ჩუქებას,
შემეშინდება არ გაწყენინო,
სიტყვამ წააგო შენს მშვენებასთან!
და ამ მშვენებას ვთხოვ დამესიზმროს!

და ყოველ დილით ჩემს სასთუმალთან,
შენს ლანდს შევხვდები საწოლთან დახრილს,
გამეღვიძება შენს საჩუქართან,
მოგეფერები ოცნებით დაღლილს!

....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები