| ავტორი: მაისი ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2009 |
... ... ... ...
ათთრთოლდა ალი ალუბლისფერი ბაღჩაში ბავშვურ ბედნიერებად! გაშმაგდა გრძნობა გამალებული დაბრმავდა დარდი და დაუძლურდა! ერთხელაც ეტყვი ეულს ერთგულად: ვერასდროს ვერავის ვიყვარებ ვიცი... ზარმაც ზღაპრებად ზიარებს ზეცა, თაყვანისცემაც თამაშობს თითქმის! იმატებს ისევ იმქვეყნიური კულტის, კერპების კეკლუცი კრთომა, ლურჯად ლივლივებს ლანგარზე ლაფი, მხოლოდ მას მოჰყავს მწუხარე მონა! ნაბიჯებს ნაცნობს ნარნარით ნუსხავს ომგამოვლილი ოფლისგან ოხრავს! (პირმშოს პარავენ პატარა პურსაც, ჟანგგამორეულ ჟამს ჟამი ჟანგავს)... რაღაცას როშავს, რაღაცას რეკავს, საყვარლის სენზე საუბრობს სადღაც, ტანჯვით ტიტინებს, ტყუილსაც ტოვებს, უკანასკნელსაც უარს უტოვებს! ფუჭი ფიქრების ფურცლებად ფანტავს ქალღმერთად ქცეული ქალწულის ქებას... ღონემიხდილი ღიღინებს ღამით, ყელმოღერილ ყელს ყინულით ყემსავს... შეშინებული შეშდება შორით, ჩოქვით ჩაივლის, ჩერდება ჩემთან, ცისფერ ცრემლებად ციმციმებს ცოდვით, ძალამიხდილი ძილს ძალით ძერწავს!... ...წავყვები წვიმად, წავყვები წლობით, ჭმუნვაგაქარვულს, ჭადარზე ჭედილს! ...ხორცის ხალისად ხავსდება ხვედრი, ჯეროვნად! ჯიუტად! ჯეირანს ჯაბნის! ჰაერით ჰებული ჰაერსაც ჰკოცნის!
11.08.2003 თბილისი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მეორე კომენტარს ვეთანხმები! რა გიმუშავიაა!! :)) მეორე კომენტარს ვეთანხმები! რა გიმუშავიაა!! :))
10. დიდი მადლობა, გაიხარეთ! :-) დიდი მადლობა, გაიხარეთ! :-)
9. საინტერესო იყო \"ნაბოლარა\"-ვ
ცისფერ ცრემლებად ციმციმებს ცოდვით, ძალამიხდილი ძილს ძალით ძერწავს!...
ეს ადგილი კითხვისას \"ამიცმციმდა\" განსაკუთრებით
:):):) საინტერესო იყო \"ნაბოლარა\"-ვ
ცისფერ ცრემლებად ციმციმებს ცოდვით, ძალამიხდილი ძილს ძალით ძერწავს!...
ეს ადგილი კითხვისას \"ამიცმციმდა\" განსაკუთრებით
:):):)
7. ანი-დან ჰაე-მდე :) საინტერესოდ წავიდააა :-* ანი-დან ჰაე-მდე :) საინტერესოდ წავიდააა :-*
6. ჟანგგამორეულ ჟამს ჟამი ჟანგავს)...:) ილტოსპირელს დავეთანხმებიი!! მე მქონდა ალიტერაციული გაელვების მცდელობა \"ფ\" ასოზე!! :) მაგრამ ეს ნამდვილად საინტერესოა ჟანგგამორეულ ჟამს ჟამი ჟანგავს)...:) ილტოსპირელს დავეთანხმებიი!! მე მქონდა ალიტერაციული გაელვების მცდელობა \"ფ\" ასოზე!! :) მაგრამ ეს ნამდვილად საინტერესოა
4. დიდი მადლობა! :-) დიდი მადლობა! :-)
3. საინტერესო სიახლე.... საინტერესო სიახლე....
2. რა გიმუშავია! :) 5 რა გიმუშავია! :) 5
1. ძალიან საინტერესო ლექსია თავისი არქიტექტონიკით - ყოველი სტრიქონი ალიტერაციულია ანბანის რიგის მიხედვით. ასეთ მცდელობას პირველად შევხვდი აქ! გაიხარე! 555 ძალიან საინტერესო ლექსია თავისი არქიტექტონიკით - ყოველი სტრიქონი ალიტერაციულია ანბანის რიგის მიხედვით. ასეთ მცდელობას პირველად შევხვდი აქ! გაიხარე! 555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|