ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: საბავშვო
24 აგვისტო, 2009


სოფლელი ბებოს წერილი


უყვართ  მოგზაურობა
მამასა  და  დედას
და  მეც  სულ  თან  დავყავართ,
ვმოგზაურობთ  ერთად.

თვითმფრინავით  თუ  გემით...
მატარებლით,  ტაქსით...
ნავითა  და  გლისერით,
რა  მდინარით,  რა  გზით...

ხან  ზღვაზე  ვართ,  ხან  მთაში,
ხან  ტყის  მივდევთ  ბილიკს,
ხან  ვხალისობთ  ლამაზი
ქალაქების  ხილვით.

უკვე  სად  არ  ვიყავი...
სად  არ  წავალ  კიდევ...
მთელი  ქვეყნის  შემოვლა 
მინდა  კიდით-კიდე!..

დღეს  კი  ბებოს  წერილზე
ძლივს  ვიკავებ  ტირილს:
- რა  ხანია,  სოფლისკენ
არ  გიქნიათ  პირი?!.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები