ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2009


სარკესთან

ნეტავი ვინ ვარ?
დაჭმუჭნული საფეთქლებიდან და წარბებს შორის გაჭიმული ორი ღარიდან, ისევ ის გიმზერთ თუ გაუცვდათ თვალებს სხივები და ჩახლეჩილი ყრუ ძახილით და თამბაქოთი სხვა ხმაზე ვმღერი?!
დოლის სიმრგვალე კვლავ მაგიჟებს  თუ გიტარის გაზნექილ  წელზე  ხელის ფათური ისევე მამღვრევს  და კვლავ მაგონებს წაქცეულ ფუჟერს, დაღვრილ ღვინოს, მხრჩოლავ სიგარეტს?!
ზარის ხმა კარზე  შიშით მავსებს  თუ „სასაცილო მურაშკებით“ ვინამები, როგორც იმ ღამეს, როდესაც პირველ პაემანზე „არმიბრძანებულს“ შინ მომაკითხეს?
ნეტავ, ვინა ვარ?
„შენ“ ვინც გიყვარდა, დაეძებდი და პოულობდი... ისევ  კარგავდი, ნერვებს  უშლიდი და უყვავებდი...თუ  ის, ვინც „შენ“- ზე  შეყვარებული  იყო და რჩება....
რჩება იმ  გოგოდ -
                                  „მეტიჩარა ქალბატონად“, ვისაც დევების არ ეშინია, მაგრამ  დევებთან დედოფლური პატივით ყოფნას, უჯობს  სიზმარას ერთ კაპრიზში გასაგნდეს და გარდაიცვალოს....
ნეტავ, ვინა ვარ?
მერამდენე მკრთალი ხაზი გამევლო შუბლზე?
მერამდენე დარდისფერი თმა შემემატა და საერთოდ , ჩემი ყოფნა ღირს ამდენ  ფიქრად?
  ჩემი  - რომელიც ვერც და არის, ვერც დი-დე-და , ვერც  ვერავინ იმ ერთის გარდა , შვილი პირველი ანუ პირმშო....და თანაც , ღმერთო, მხოლოდშობილი რომელსაც ჰქვია?...
ნეტავი ვინ ვარ?
ვარ კი  საერთოდ?
და თუ ყოფნას სათაური არ ეპოვება, რად ვარ ან საით მივედინები?????????

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები