ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2009


მარგარიტას ალბომი (რომანის გაგრძელება)

6. თავად ალექსანდრე  ა......შვილის წერილი დედას და ბაბუას.....
                      ძვირფასო, დედა!
    გწერთ პარიზიდან და დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ თქვენ და საყვარელ ბაბუაჩემს, თავად ალექსანდრეს  და იმედი მაქვს, რომ  ჯანმრთელობას აღარ უჩივით.
    მაქვს პატივი სიხარულით  გაუწყოთ, რომ აქ, პარიზში, მე ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ისეთ მშვენიერ ქალიშვილს,  რომ გადავწყვიტე მას ხელი ვთხოვო და რადგან შორი გზის ხარჯები საშუალებას არ გვაძლევს ჩამოვიდეთ მანდ, გთხოვთ, დაუსწრებლად დაგვლოცოთ და გვაკურთხოთ ჯვრისწერისათვის.
    ჩემი საცოლე გახლავთ  მარგარიტა დე ლამორე. არ დაგიმალავთ და მარგარიტა მოცეკვავეა, ცნობილი ბალერინაა..... თუმცა წარმოშობას ვერ დამიწუნებთ, მაკიზაა, და თავისი გვარის ერთადერთი მემკვიდრეა.
    დედა, მენდეთ, ის საოცრად დახვეწილი და კეთილშობილია და ულამაზესი მწვანე თვალები აქვს. დალოცეთ, დედა, ჩვენი სიყვარული და ოჯახი. გიგზავნით ახლახან ერთად გადაღებულ ჩვენს ფოტოსურათს.
                                                                                        პატივისცემით, თქვენი ვაჟი, თავადი ალექსანდრე  ა........შვილი.
                                                                                                                                                                              პარიზი. 1909 წელი. 22 მაისი.

P.S. ეს წერილი ანა ბებოს ჩადებულია აქ, ზუსტად ვიცი, რადგან მარგარიტამ ქართულად კითხვა არ იცოდა.... მას არც ეს წერილი უნახავს არასოდეს...... და საერთოდ  1909 წლის მაისის შემდეგ  აღარც  თავის მშვენიერ მხატვარ ,,ჯორჯიენ’’ ალექსანდრეს შეხვედრია (როგორც მარგარიტა მას ეძახდა)............
ფოტოც აქვეა....მარგარიტა დგას და ალექსანდრე ზის(იმ დროის ფოტო-უცნაურობა)......მარგარიტას ღია ფერის(ალბათ სალათისფერი!) კოქტეილის კაბა აცვია, ალექსანდრე კი  დილის თეთრ კოსტუმშია.... მარგარიტას დიდი შლაპა ოდნავ უჩრდილავს სახეს....ალექსანდრე კი უქუდოდაა და გაწკეპილი, მოდურად შეკრეჭილი ულვაში შვენის.......

ჯვრისწერა ჩაიშალა საქმროს  უეცარი გაუჩინარების გამო.
                                                                                          1990 წელი 3 აპრილი. (პატარა მარგარიტას მინაწერი)

                                                                                                                                                                                            2009 წელი. აგვისტო.     

                                                                                (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები