ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2008


წაიღე სიტყვები!

წაიღე სიტყვები! ასე უანგაროდ
გიწვდი და გიხამებ ამ სულის ნაწილებს,'
და ბოლოს, თუ გზებმა კვლავ უნდა გაგვყარონ,
გრძნობებს გადავმალავ... სიტყვები წაიღე!

მე ისევ დავრჩები არარსებობაში
შესისხლხორცებული, თამაშით დაღლილი,
თამაშით, რომელსაც ცხოვრება დავარქვით,
ცხოვრება, რომელიც აღმოჩნდა თაღლითი.

წაიღე სიტყვები... მე ზღაპრებს ვეღარ ვთხზავ,
ქარვისფერ თვალებსაც ვეღარ ვგვრი სილაღეს,
გართულდა ფრაზების ლექსებში შენახვა,
და რაც კი საშენოდ ვნახე და ვინახე,

წაიღე სიტყვები! ასე უანგაროდ
მელნად ჩამოღვრილი ვარ ფურცლის წინაშე,
სულწერით გიყვები, რომ მთელი სამყარო
შენში მეხატება... თუნდ აღარც გიყვარდე,

მე ისევ დავრჩები ჩემს სიმარტოვეში
შესისხლხორცებული და ღიმილდაცლილი,
მზერებით დავუცდი სიბერეს გრძნობების,
მათ უკვდავებას რომ სიტყვებით დამპირდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები