ვუძღვნი ციურის-ჩემს გამზრდელს....
1971 წელი.1სექტემბერი.არავისთვის მნიშვნელოვანი არა რის ზევითაღნიშნული თვე და რიცხვი,თუმცა , როგორ არა, მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში და საქართველოში სასწავლო წლის დაწყებას გვამცნობდნენ თუ ზრიალა,თუ გულის გამაწვრილებელი ზარები. ჩემს მშობლებს უფრო მნიშვნელოვანი ზარ-ზეიმი ჰქონდათ ოჯახში:მე მე მოვევლინე მათ ცხოვრებაში,თურმე წლების ნანატრი შვილი.განსაკუთრებით მამა იყო თურმე გახარებული:გოგო მყავს,ასაკში შევდივარ,მომვლელი და დამტირებელი მეყოლებაო. როცა ადამიანების შეცნობა დამიწყია,ამ იმედს ვუასმაგდებდი: ხელების გაწვდენით და ჭყლოპინით გამოვხატავდი ჩემს მისდამი სიყვარულს.მყვარებია და ვუყვარდი,მაგრამ ხსოვნით მხოლოდ ის მახსოვს,მის მოტანილ თაფლს ჭიანჭველები რომ დაეხვივნენ.არა,კიდევ მისი თბილი თვალები მახსოვს... ორი წლიდან ,რადგან დედა ერთობ მოუცლელი და საქმიანი გახლდათ,ჩემს აღზრდაზე წვრილშვილიანი,შეჭირვებული ოჯახის მეოთხე გოგო ზრუნავდა.მამას ჩამოუყვანია რაიონიდან,ბავშვსაც მიხედავს,გაიზრდება და დად ეყოლებაო.ბავშვი ჩააბარეს ბავშვს გასაზრდელად.დღე ჩემი მოვლით იყო დაკავებული,საღამოს -სკოლაში დადიოდა. ბავშვობაში გამოვცადე ის ტკივილი,რასაც ობლობა ჰქვია.პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს:დედა მტირალი ხმით უხმობდა მამას,ჩემი მამიკო კი გაუნძრევლად იწვა და ტუჩები მკაცრად ჰქონდა მოკუმული.ჰო,მღვდელი მახსოვს,ეს ახლა ვიცი,რომ მღვდელი იყო,რომელმაც იქვე,მამის ცხედართან ცივწყლიან ჭურჭელში ჩამსვა,არც თავზე დაუკლია წყლის დასხმა,გაურკვეველი სიტყვების ბუტბუტის თანხლებით.მე გავქრისტიანდი! ახლაც მაჟრჟოლებს ორმოს გახსენებაზე,რომლის პირას დედამ დაუმსახურებელი სილა გამაწნა.პირველი ქმედება ჩემი-კითხვაჩაბუდებული მზერა იყო:რა დავაშავე?არაფერი! ეს დედის სურვილი იყო-ჩემი ცრემლები წაყოლოდა სამუდამოდ ჩვენგან წასულ მამას.აქედან დაიწყო ჩემი ტკივილების აღქმა.დედამ გვიან ამიხსნა მისი საქციელი,ბოდიშმა გამოჟონა მის სიტყვებში,თითქოს გავიგე,,მაგრამ ორივე-წყენაც და ტკივილიც დღემდე მომყვება და ყოველ გახსენებაზე,როგორც იმ დღეს,ისე მეწვის სახე.მინდა მის საქციელს გამართლება მოვუძებნო:დაკარგა ,რაც მისთვის ძვირფასი იყო.თხუთმეტი წელი ძაძით იარა და მეც მაგლოვა.არა მაარტო მე,ჩემთან შეზრდილისგანაც დარდს და სევდას მოითხოვდა.დიახ,მოითხოვდა,რადგან არ არსებობდა ჩვენთვის-ბავშვებისათვის არაფერი ხალისის მომცემი-თუნდაც ტელევიზორი და რადიო.სხვისი შვილისთვის,რაც უნდა ძვირფასი იყოს ადამიანი,ძნელია მამასავით იტირო ყოველ დღე,როცა იცი,შორს მაგრამ გყავს დედაც და მამაც.შორს,მაგრამ იქ შეგიძლია გულღიად გაიცინო,იმღერო და შენი საყვარელი კაბა,რომელიც თავისი ფერებით გუნებას გიხალისებს-როდესაც მოგესურვება ტანთ გადაიცვა და სარკესთან შენს თავს გაეპრანჭო.პრანჭიაობა გოგოსთვის ისევე აუცილებელია,როგორც ჰაერი.მოენატრა და წავიდა.წავიდა, თუმცა მანამდე ბევრი მეფერა და დამპირდა:"ყოველთვის სანამ სული მედგმება შენთან ვიქნები,სადაც არ უნდა ვიყო." დიდხანს არ მომიწია მარტო ყოფნამ,ჩემი უთქმელი პროტესტი ჩემმა ორგანიზმმა გამოხატა გულის შუილ-შხუილებით,დამატებული რევმატიზმით და თავთან დამიბრძანა ბატონი-ჩუტყვავილა. მე ბატონი ვიყავი და ჩემი სურვილის აუსრულებლობა ავადმყოფობის განრისხებას მოასწავებდა.სასწრაფოდ აცნობეს რაიონში:გნატრულობს და გვიშველეო.ლამის მუდარით ესაუბრებოდა ხან დედა ,ხან დეიდა. არა ჩემი სისხლი და ხორცი,მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი,რომელთანაც დღე და ღამე შემეძლო მეტიტინა,მეორე დილასვე ჩემი ოთახის კარებთან იდგა.ნახევარ საათში როგორც იტყვიან,თვალებში გამოვიხედე და სიცხე,რომელიც ორი დღე-ღამის განმავლობაში არ მტოვებდა,მაბოდებდა და მატირებდა, აღარსად იყო.ვფიქრობ, მიხვდა დედა,რომ საგანი არც ერთი ვიყავით.დაუყვავა,დაკოცნა და დარჩენა თხოვა.პირობაც მისცა,რომ მწუხარების ტკივილი მხოლოდ მისი იქნებოდა და აღარ ვიქნებოდით ვალდებულები ტირილში ავყოლოდით,ან მისი უხასიათობის დროს რუხი თაგვებივით ოთახის სოღრმეში მივმალულიყავით და გვენატრა,როდის მოატანდა მისი სახლიდან გასვლის დრო,საიდანაც ჩვენი თავისუფლება იწყებოდა. ისევ ერთად ვიყავით!ჭკუა ვისწავლეთ და მარტოობისას სიმღერაც გვქონდა,სიცილიც,სკვერში სეირნობაც. მხოლოდ ეს ყველაფერი საღამოს მთავრდებოდა და ისადგურებდა სევდა,ნაღველი,აი,ჩემი პირველი მოპარული სიამოვნება და ტყუილი .ყველასათვის უმტკივნეულო,არა ზიანის მომტანი,მაგრამ მაინც მოპარული,მაინც ტყუილი.ბავშვი ოჯახის სარკეაო,ბავშვი სუფთა ფურცელიაო!დიახ,ბატონებო და ქალბატონებო ვიყავი სუფთა ფურცელი.თუ არა ოჯახმა და დედამ,ვინ ჩამომდღაბნა პირველი ლაქა?აკრძალვამ და შიშმა.ამიკრძალეს ის,რაც იმ დროს ჩემთვის და უცილობლად ყველა ბავშვისთვის აუცილებელი იყო-სიხალისე! შიში კი იმ ტყუილს მოჰყვა,იმ ქურდობას:საკუთარ დედას სიცილი მოვპარე და დავმალე. ლაღები ვიყავით ზაფხულობით დასასვენებლად აუცილებლად მთაში გვამწესებდა.აი,მაშინ გვავსებდა თავისუფლების მძაფრი შეგრძნება.რაც მთავარია დაუფარავი,ყოველგვარი ცახცახის გარეშე. შაბათ-კვირა ახუნებდა მხოლოდ ამ გრძნობას.აუცილებლად ჩამოგვაკითხავდა,მაგრამ იმედი,რომ მალე უკან დასაბრუნებელი იყო,გულს გვიმაგრებდა.უდიდესი სიამოვნება იყო ტყე-ღრეში წანწალი,მინდორში კითხვა,შესვენებისას წახემსება,სირბილი გართობა.კითხვა ვახსენე,დიახ სკოლისთვის ვემზადებოდი.ციფრებს ადვილად ვცნობდი,რადგან გაწამებული მყავდა ყველა,ვინც ჩემს გარშემო იმყოფებოდა შეკითხვებით:"ეს რამდენია?""ეს რა რიცხვია?"მიხსნიდნენ და ვიმახსოვრებდი ციფრებთან ერთად მინდოდა ასოებიც მეცნო,რადგან როცა წიგნს მიკითხავდნენ და იღლებოდნენ ,ცქმუტვას ვიწყებდი,გაგრძელებას ვითხოვდი,გული მწყდებოდა,რომ ვერ ვიკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობას.ალბათ ,ესეც პროტესტი იყო ჩემი:თქვენ თუ არა, მე თვითონ! პირველი კლასი და 6 სანთლიანი ტორტი.მე ხომ პირველ სექტემბერს დავიბადე!უკაცრავად,პირველი კი არა,ნული კლასი.დღესაც არ ვიცი რა ჯანდაბად ერქვა ასე,მერე მოსამზადებელი გადაერქვა.მე მომზადებული ვიყავი და სულ ვს ვამდი კითხვას:"ხომ ვიცი წერა-კითხვა, რატომ არ ვარ პირველ კლასში?"თუმცა რაოდენ ამაყი ვიყავი,როცა სხვა მოსწავლის შეცდომით და წვალებით ამოკითხულ წინადადებას სწრაფად და შეუფერხებლად ჩავარაკრაკებდი!.ეს იყო შეცდომების გასწორება.სხვისი შეცდომების გასწორება ჩემთვის იოლი და სახალისო-ჩემი არ იყო და იმიტომ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. +2....... ძალიან, ძალიან მომეწონა!... როგორ ვთქვა სხვანაირად არ ვიცი- კარგად დაწერილია! :) +2....... ძალიან, ძალიან მომეწონა!... როგორ ვთქვა სხვანაირად არ ვიცი- კარგად დაწერილია! :)
24. ახლაც მაჟრჟოლებს ორმოს გახსენებაზე,რომლის პირას დედამ ,დაუმსახურებელი სილა გამაწნა...
მეც გამაჟრჟოლა... ძალიან მომეწონა... არაჩვეულებრივად წეერ... :) ახლაც მაჟრჟოლებს ორმოს გახსენებაზე,რომლის პირას დედამ ,დაუმსახურებელი სილა გამაწნა...
მეც გამაჟრჟოლა... ძალიან მომეწონა... არაჩვეულებრივად წეერ... :)
23. ,გაურკვეველი სიტყვების ბუტბუტის თანხლებით.მე გავქრისტიანდი!:) ამაზე გამეცინა და გავხალისდი,ისე მძიმეა და სევდიანი... მომწონს შენი თხრობა+7შენ:) ,გაურკვეველი სიტყვების ბუტბუტის თანხლებით.მე გავქრისტიანდი!:) ამაზე გამეცინა და გავხალისდი,ისე მძიმეა და სევდიანი... მომწონს შენი თხრობა+7შენ:)
21. :( ''ახლაც მაჟრჟოლებს ორმოს გახსენებაზე,რომლის პირას დედამ ,დაუმსახურებელი სილა გამაწნა.პირველი ქმედება ჩემი-კითხვაჩაბუდებული მზერა იყო:რა დავაშავე?არაფერი! ეს დედის სურვილი იყო-ჩემი ცრემლები წაყოლოდა სამუდამოდ ჩვენგან წასულ მამას.''- რა ტკივილიანია :( :( ``ახლაც მაჟრჟოლებს ორმოს გახსენებაზე,რომლის პირას დედამ ,დაუმსახურებელი სილა გამაწნა.პირველი ქმედება ჩემი-კითხვაჩაბუდებული მზერა იყო:რა დავაშავე?არაფერი! ეს დედის სურვილი იყო-ჩემი ცრემლები წაყოლოდა სამუდამოდ ჩვენგან წასულ მამას.``- რა ტკივილიანია :(
20. :(მოვიწყინე ამის წაკითხვისას... :(მოვიწყინე ამის წაკითხვისას...
19. მომწონს თქვენთან თბილი ადამიანი ხართ. მომწონს თქვენთან თბილი ადამიანი ხართ.
18. შენს გასხენებას,სილაღე არ ახლდა ,ბავშვობამ რომ იცის:(
:-* შენს გასხენებას,სილაღე არ ახლდა ,ბავშვობამ რომ იცის:(
:-*
17. ასე მგონია ახლა ბუხართან ვზივართ და ისე მიყვაბი ამ პაწია ტკივილს, როგორ მინდა ეს ცრემლი შევაშრო :) ასე მგონია ახლა ბუხართან ვზივართ და ისე მიყვაბი ამ პაწია ტკივილს, როგორ მინდა ეს ცრემლი შევაშრო :)
16. დავიწყე და არ ვნანობ :) :-* ვეფერები იმ უნებლიედ დაჩაგრულ პატარას :-* დავიწყე და არ ვნანობ :) :-* ვეფერები იმ უნებლიედ დაჩაგრულ პატარას :-*
15. კარგია... არ ვიცი, დედა უფრო შემეცოდა თუ მის მიერ უნებლიედ დაჩაგრული შვილი... გაგრძელება უკვე დაწერილი გაქვს, ასე რომ კითხვას გავაგრძელებ წარმატებები კარგია... არ ვიცი, დედა უფრო შემეცოდა თუ მის მიერ უნებლიედ დაჩაგრული შვილი... გაგრძელება უკვე დაწერილი გაქვს, ასე რომ კითხვას გავაგრძელებ წარმატებები
14. ....................... პირველი კლასი და 6 სანთლიანი ტორტი.მე ხომ პირველ სექტემბერს დავიბადე!უკაცრავად,პირველი კი არა,ნული კლასი.დღესაც არ ვიცი რა ჯანდაბად ერქვა ასე,მერე მოსამზადებელი გადაერქვა.მე მომზადებული ვიყავი და სულ ვს ვამდი კითხვას:"ხომ ვიცი
კაია............... ....................... პირველი კლასი და 6 სანთლიანი ტორტი.მე ხომ პირველ სექტემბერს დავიბადე!უკაცრავად,პირველი კი არა,ნული კლასი.დღესაც არ ვიცი რა ჯანდაბად ერქვა ასე,მერე მოსამზადებელი გადაერქვა.მე მომზადებული ვიყავი და სულ ვს ვამდი კითხვას:"ხომ ვიცი
კაია...............
13. ძალიან დამაინტერესა, გააგრძელე ველოდები სულმოუთქმელად.....:) ძალიან დამაინტერესა, გააგრძელე ველოდები სულმოუთქმელად.....:)
12. აქაც მდააა... უნდა გააგრძელო, აბა რა? 5 აქაც მდააა... უნდა გააგრძელო, აბა რა? 5
11. dzalian sainteresod wert :) veli gagrdzelebas :) dzalian sainteresod wert :) veli gagrdzelebas :)
10. აუცილებლად უნდა გააგრძელო, მედეა! არაჩვეულებრივად წერ... გამართულად! იგრძნობა 126-ე სკოლა!
მხოლოდ, ადმინს მისწერე, რუბრიკაში "მოგვწერეთ", რომ "პოეზია" - "პროზით" შეგიცვალოს... აუცილებლად უნდა გააგრძელო, მედეა! არაჩვეულებრივად წერ... გამართულად! იგრძნობა 126-ე სკოლა!
მხოლოდ, ადმინს მისწერე, რუბრიკაში "მოგვწერეთ", რომ "პოეზია" - "პროზით" შეგიცვალოს...
9. ჭაო,შე ღრმაო!(სულით)მადლობებიიი. ჭაო,შე ღრმაო!(სულით)მადლობებიიი.
8. მომეწონა...ეგრევე ეტყობა რომ ნამდვილია...შელამაზების გარეშე.. კარგად წერ... მომეწონა...ეგრევე ეტყობა რომ ნამდვილია...შელამაზების გარეშე.. კარგად წერ...
7. მაგრამ ეს ხომ პროზაა? დ. მაგრამ ეს ხომ პროზაა? დ.
6. კარგად იკითხება, მაგრამ ეს ღის ჭრილობები ალბათ ძალიან მტკივნეულია ახლაც... და რადგან ისინი შEიძლება წერამ მოაშუშოს, მარტო ამიტომაც კი უნდა გააგრძელო, გარდა იმისა, რომ საინტერესოდ წერ........ დ. კარგად იკითხება, მაგრამ ეს ღის ჭრილობები ალბათ ძალიან მტკივნეულია ახლაც... და რადგან ისინი შEიძლება წერამ მოაშუშოს, მარტო ამიტომაც კი უნდა გააგრძელო, გარდა იმისა, რომ საინტერესოდ წერ........ დ.
5. გულით და სულით ველი გაგრძელებას......... დიდი ინტერესით........... .............................................................................. კეთილი მომავლის სურვილით............ გულით და სულით ველი გაგრძელებას......... დიდი ინტერესით........... .............................................................................. კეთილი მომავლის სურვილით............
4. ჟადენ ,კარგი ხარ... ჟადენ ,კარგი ხარ...
3. ყველაფერი საღამოს მთავრდებოდა და ისადგურებდა სევდა,ნაღველი,აი,ჩემი პირველი მოპარული სიამოვნება და ტყუილი .ყველასათვის უმტკივნეულო,არა ზიანის მომტანი,მაგრამ მაინც მოპარული,მაინც ტყუილი.ბავშვი ოჯახის სარკეაო,ბავშვი სუფთა ფურცელიაო!დიახ,ბატონებო და ქალბატონებო ვიყავი სუფთა ფურცელი.თუ არა ოჯახმა და დედამ,ვინ ჩამომდღაბნა პირველი ლაქა?აკრძალვამ და შიშმა.ამიკრძალეს ის,რაც იმ დროს ჩემთვის და უცილობლად ყველა ბავშვისთვის აუცილებელი იყო-სიხალისე!შიში კი იმ ტყუილს მოჰყვა,იმ ქურდობას:საკუთარ დედას სიცილი მოვპარე და დავმალე.
მიყვარს დიდი ადამიანის აზრიანი თვალით დანახული და გახსენებული ბავშვობა,თან ასე საინტერესოდ... მომეწონა... ყველაფერი საღამოს მთავრდებოდა და ისადგურებდა სევდა,ნაღველი,აი,ჩემი პირველი მოპარული სიამოვნება და ტყუილი .ყველასათვის უმტკივნეულო,არა ზიანის მომტანი,მაგრამ მაინც მოპარული,მაინც ტყუილი.ბავშვი ოჯახის სარკეაო,ბავშვი სუფთა ფურცელიაო!დიახ,ბატონებო და ქალბატონებო ვიყავი სუფთა ფურცელი.თუ არა ოჯახმა და დედამ,ვინ ჩამომდღაბნა პირველი ლაქა?აკრძალვამ და შიშმა.ამიკრძალეს ის,რაც იმ დროს ჩემთვის და უცილობლად ყველა ბავშვისთვის აუცილებელი იყო-სიხალისე!შიში კი იმ ტყუილს მოჰყვა,იმ ქურდობას:საკუთარ დედას სიცილი მოვპარე და დავმალე.
მიყვარს დიდი ადამიანის აზრიანი თვალით დანახული და გახსენებული ბავშვობა,თან ასე საინტერესოდ... მომეწონა...
2. იხარე,თათ.! იხარე,თათ.!
1. ძალიან თბილია :))) კარგი ამბავი მოვისმინე უფრო ვიდრე წავიკითხე 5555555555 ძალიან თბილია :))) კარგი ამბავი მოვისმინე უფრო ვიდრე წავიკითხე 5555555555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|