ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2009


თე ათაბაგ არი

ზის სავსე მთვარე აღმოსავლეთით,
მსუბუქად, თითქოს, სერაფიტაა,
როგორც არასდროს, ახლოა ღმერთი...
ვეღარ ვიხილე ვერაფრით ტაო.

არადა, სურნელს ვგრძნობ ბავშვობიდან,
ვიცი, რა ჰაერსაც სუნთქავს ოშკი,
უმწეოა და დედიშობილა
აუხდენელი ოცნების კოშკი.

ზეცას ვუმალავ ცრემლიან ღაწვებს,
მაგრამ ვერსაით ვარიდებ მიწას,
ხახულის ხატს რომ ლოცვას მივაწვდენ,
ბედნიერება ერქმევა იმ წამს.

ოხრავს სამშობლო_ შენს შემხედვარეს
დიდი იარა მომაგონდაო...
აღმოსავლეთით ზის სავსე მთვარე,
მიღირს სიცოცხლე, რომ ვნახო ტაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები