ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


???

გაირბინა მუქლურჯი სერი
მუხლებდაგლეჯილმა ცუღლუტმა ბავშვობამ...
კაბაც გამიხია, ენაც გამომოყო და
სიცილით გამშორდა.
მოვიდა იორღა ცხენებით სიყმაწვილე...
ისე ცივად შევხვდი,
შუბლი დავუღარე და
სიბერესთან მივაცილე.
ახლა მზეზე ვათბობ
დარჩენილ სიმარტოვეს -
მიყვარდა?! - გავაქციე!
მძულდა?! - მივატოვე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები