ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


ვაჟაობაზე


ფშავში ვარ, მთების სიდიადემ მომაჯადოვა,
ატყვია მწუხრის ცას ქედები ლურჯი ცარცივით,
აქ მივხვდი ვინ ვარ, საით მოველ, ანდა რატომ ვარ,
რა სტკივა წიფელს, რად აწითლებს მიწას არწივი.

ფშავში ვარ, შევსვი ლუდი - ქარვა და ჯიხვის რქაიც,
ამ ღრუბლის კასრშიც, თუ არ ვცდები, წვიმა ღვინდება,
მთვარე დაიკლებს დღეს წონაში სამ ფაზას მაინც
და ვაჟაობას სულ ლექსებად გაგვიწვიმდება. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები