ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


,,პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი”

პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი
იქნება ცაში იწერება ჩვენი ფატუმი,
ხარ უბედური? ზოგჯერ მაინც ხარ ბედნიერი,
ღიმილიც, ცრემლიც ერთურთშია გადახლართული.
ზეშთაგონება აქიაქებს სივრცეს შენიღბულს,
ზესით დაწერილს, მიწიერი ვეღარ ამოშლის,
ოიდიპოსის სიბრმავეს და ბეთჰოვენის ყურს
თავად უწამლეს ღმერთკაცებმა სააქაოში...
რემბრანდტს და მოცარტს, გარიბალდის და პაგანინსაც
ორესტესავით თან მისდევდნენ ერინიები,
პანდორას ყუთი ტვირთად ადევს საგულე ფიცარს,
და ნელა-ნელა ენთებიან ცაზე მთიები...
მაგრამ სულ ახლო, მესაფლავე სიმართლეს ბედავს
და ოფელიას ახსენდება გალაკტიონი,
ტატო მგოსნურად მიაჭენებს ფრთაგაშლილ მერანს,
გზა უკვდავების ყოფილაო არა იოლი...
და წიწამურთან დიდ ილიას ბედის მწერალი,
ჩამოიცრემლა შეწყვეტილი მოკლე სონეტით,
როგორც ბელონა, ჟამთა სბროლას დანაწევარი
ამაოებას ეჭიდება ფიქრი პოეტის...
ფარას ჩამორჩა თითქოს სადღაც ცალთვალა ვერძი,
წარსტაცა მზერა ვნებიანმა სიმწვანემ მოლთა,
დასაბამიდან ბედისწერის ფატუმებს ვებრძვით
და დაღლილები ვიმეორებთ: - პატროკლეც მოკვდა!
                             
                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები