ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


ოდინდელი იდილიისა

/ ორგზის  ნაკლული  ორკეცი  სონეტი /


არც  ბავშვობის  ჭალები
ტოროლების  წკრიალით ...
არც  აპრილის  მხარები
ის  ცისკრები  ცვრიანი ...

არც  ის  ლომა  ხარები  -
ნალებნაპერწკლიანი ...
არც  ტაატით  მტარები
იმ  ურმების  ჭრიალი ...
არც  ტუჩდაუკარები
წყარო  ყინულწყლიანი ...

არც  დაღლის  გამქარვები
მოშრიალე  შიარი *...
არც  ნოტიო  ქარებით
ნორჩი  ყანის  შრიალი ...

(უიმედოდ...)  დარების
მომლოდინე  მზიანის -
გული  -  განაწვალები
დაწყლულებულ  იარით...
გაბაწრული  ბწკალებით
ეჭვის  ბერწი  ხვიარის -

ვეღარ  გულობს  ტიალი ...

07.  09.  2009  წ.

--------------------------
*  შიარი  -  ტევრი,  კორომი  / მეგრ /

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები