ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2008


იცი? (ობობა)

იცი? სიყვარული ობობაა,
გულის კუთხეებში გაჩენილი,
და ორ კედელსშუა მახეს ხლართავს
ნესტის თუ ვნებების უშნო შვილი...

იცი? ეს ობობა ჩვენი სისხლით
ჩვენივე სხეულიდან იკვებება
და მსხვერპლს უსაფრდება მოთმინებით,
ხოლო შემდეგი მოქმედება -

მახეში გაბმულის მოშთობაა!
თანაც, თუ ეცდები, რომ გამოძვრე-
ყულფები უფრო ვიწროვდება,
დახრჩობა მოაქვთ მოძრაობებს...

მის ქსელში ნუ ელი, აღარ დარჩა,
ბედნიერების ნამცეცები...
რადგან  სიყვარული ობობაა
ძალზე ენერგიულ საცეცებით.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები