* * *
ძნელია გერქვს რამე სახელი, და უსახელოდ კი დადიოდე, ვერაფრით შესძლო თან ვერაფერი, ამქვეყნად ყოფნა რომ გაიოლდეს.
ძნელია გქონდეს სუყველაფერი, გარდა ერთისა, გარდა მთავარის... გქონდეს თვალები ვრცელი და წრფელი, იყო ვიღაცა, და თან _ არავინ.
* * *
კვლავ უიმედო მოლოდინი, დრო კი გასულა, ფიქრებში მაინც ძველებურად გიხმობ _ ბავშვურდ. მერამდენეჯერ გასცვენია ხეებს ფოთლები, გულს უჭკნობ სიტყვად დარჩენია _ დაგელოდები... როგორ გაზრდილა ერთი ციდა, თოთო ყლორტები, წამთა მდინარე კვლავ უთვალავ ქვიშას მოდენის, მაგრამ არასდროს დაბრუნდება ძველი დღეები, აღარ გამოთლის დროის ჩარხი ნატვრებს ახდენილს. ოცნებას ფიფქი დაეცემა უნაზეს ფიქრად, სპეტაკი თოვა გამახსენებს საყვარელ თვალებს, სადაც არ მოთოვს, ჩემი ფიქრი იქნება იქაც, და ეს ფიქრები ყველა ლამაზ გულს შეიყვარებს. გადაშიშვლებულ ხეთა დარი სივრცეა სულში, მწვანე წუთების სიხალისე სადღაც გამიქრა, შორი ჩანჩქერის მჩქეფარება დარჩა წარსულში, და მასთან რჩება მგონი გულიც, თუმცა არ მინდა... ნისლდადებული შორი მთები წადილს ებრძვიან, ნაძვის ტოტებზე დანავარდობს თამაშით წვიმა, მომლოდინენი მოლოდინით ელოდებიან, შეციებულთ კი შემცივნელი სიცივით სცივათ. გულის წადილი მეხატება ეულ ტალღაში, თუ ხვალინდელ დღეს არ გაათბობს კვლავ ჩემი დილა, ეს მონატრება უსათუთეს გრძნობებს გადაშლის, გადავიქცევი უსასრულო, უხმო ლოდინად...
2004.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. გაიხარეთ ყველამ!:) გმადლობთ! გაიხარეთ ყველამ!:) გმადლობთ!
21. რა თქმა უნდა 5 :) :-* რა თქმა უნდა 5 :) :-*
20. თეეეე :) :) :) 5 თეეეე :) :) :) 5
18. გმადლობთ, ძვირფასებო! უბრალოდ, ცოტა დავიღალე და შესვენება გადავწყვიტე. თუმცა, ისეთი მოუსვენარი ვარ, რომ ალბათ, არც ეს გამომივა:) გმადლობთ, ძვირფასებო! უბრალოდ, ცოტა დავიღალე და შესვენება გადავწყვიტე. თუმცა, ისეთი მოუსვენარი ვარ, რომ ალბათ, არც ეს გამომივა:)
17. მეორე სულ სხვანაირია..თითქოს ვერ გნახე.. პირველი..კი.. ჩემი ხარ თე..ჩემეული.. მეორე სულ სხვანაირია..თითქოს ვერ გნახე.. პირველი..კი.. ჩემი ხარ თე..ჩემეული..
16. ვერ გავიგე რა ასაკშია დაწერილი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ვერ გავიგე რა ასაკშია დაწერილი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი
15. თეა :) ასეთ ლექსებს ბევრი ახლაც წერს :)) მიხარია რომ შენ გადააბიჯე ამ საფეხურს და გაიზარდე "თაბაგარულებამდე". თეა :) ასეთ ლექსებს ბევრი ახლაც წერს :)) მიხარია რომ შენ გადააბიჯე ამ საფეხურს და გაიზარდე "თაბაგარულებამდე".
14. ნიჭი კოჭებში ეტყობაო...:) ნიჭი კოჭებში ეტყობაო...:)
13. აი როგორ გაზრდილა ჩვენი ხუჭუჭა! აი როგორ გაზრდილა ჩვენი ხუჭუჭა!
12. მეორე ლექსი, ხუტოსანი :) მეორე ლექსი, ხუტოსანი :)
11. გადავიქცევი უსასრულო, უხმო ლოდინად...
მომეწონა.. 5 გადავიქცევი უსასრულო, უხმო ლოდინად...
მომეწონა.. 5
10. ულამაზესები 5 თეა ულამაზესები 5 თეა
9. სეგძლებია პირველ ლექსვ ვგულისხმობ 5
სეგძლებია პირველ ლექსვ ვგულისხმობ 5
8. ლექსებთან ერთად გაზრდილი ხუჭუჭა:-* ლექსებთან ერთად გაზრდილი ხუჭუჭა:-*
7. თავმდაბლობაც ლამაზი გცოდნია:) თავმდაბლობაც ლამაზი გცოდნია:)
6. არც ისე, დათა! მაგრამ, მაინც სასიამოვნოა ასეთი შეფასება შენნაირი ადამიანისაგან, მართლა! არც ისე, დათა! მაგრამ, მაინც სასიამოვნოა ასეთი შეფასება შენნაირი ადამიანისაგან, მართლა!
5. რა ლამაზი ლექსები გაქვს თეა!რა ლამაზი სული გაქვს! რა ლამაზი ლექსები გაქვს თეა!რა ლამაზი სული გაქვს!
4. ჰო, რა ვიცი... მოსაწონი თუა საერთოდ... ისე, მაშინ, თაბაგარს თქვენი სიყვარული აკლდა, მაგრამ მგონი მაშინაც უყვარდით:) ჰო, რა ვიცი... მოსაწონი თუა საერთოდ... ისე, მაშინ, თაბაგარს თქვენი სიყვარული აკლდა, მაგრამ მგონი მაშინაც უყვარდით:)
3. აი თურმე როგორ წერდა 2004 ში ჩვენი თაბაგარი :)
მე 2008 ის თაბაგარი მომწონს პირადად, სხვისი არ ვიცი :))) აი თურმე როგორ წერდა 2004 ში ჩვენი თაბაგარი :)
მე 2008 ის თაბაგარი მომწონს პირადად, სხვისი არ ვიცი :)))
2. 5დამიყვარხარ რა ვქნა;;) 5დამიყვარხარ რა ვქნა;;)
1. ეს ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი:)) ლექსებია, ახლებით დავიღალე(სავით) და:) ეს ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი:)) ლექსებია, ახლებით დავიღალე(სავით) და:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|