ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2009


თავდავიწყება

  მოდი და ამაწრიალე,
  მოდი, დამრეკე ზარებად.
  მოდი, წავიდეთ თრიალეთს,
  დრო მოვა, დაგვეზარება.
  წამო, შემახე შენაქოს,
  ბუდე მაჩვენე არწივთა.
  მოდი, სანამ შენს ვენახში
  მტევანს სხვა ქარი დაწყვიტავს.
  მოდი, ვეახლოთ გაზაფხულს
  გაღეღილ გულისპირითა.
  სურვილით დაღლილ-დაზაფრულს
  ცვარს გასმევ ღრუბლის პირიდან.
  მოდი, სიყვარულს მინდორში
  გვირილა თმაში ჩავუწნათ.
  და მოლოდინის ბინდ-ბუნდში
  სიყვარულს ფერხთით დავუწვეთ.
  ცას მოსწყდა ღრუბლის რბილი თმა,
  ერთ ფთილას თავთით დავიფენ,
  მერე, მე, შენ და გვირილა
  თავს დავეკარგოთ სამივე...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს