ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2009


წამო...

ისევ გაწვიმდა,
წამო, მთისკენ სველ გზას გავუყვეთ...
ვიცი, შორია...
ახლა მთის კალთებს თოვლი ადევს,
მიწას რომ ათბობს...
საოცარია,
მოდი, დავტკბეთ,
ამ სიცივეში,
ტყეში ჩახლართულ წვრილ ბილიკებს
რა ნაზად ათოვს...
და გავეხვიოთ ცივ ბურუსში,
მოხვეულს მთაზე,
ნისლში,
რომელიც ასე მიყვარს,
მიყვარს და რატომ?..
ასე მგონია, საუკუნე თუნდაც ვიცოცხლო,
ამ ლამაზ ადგილს,
ვერასოდეს ვერაფრით დავთმობ...
ისევ გაწვიმდა,
წამო, მთისკენ სველ გზას გავუყვეთ...
მომყევი...წამო...

ლიკა ოხანაშვილი
13.09.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები