ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2009


მოსე (რომანი-- წინასიტყვა-- I და II თავები)

                                       

                                            წინასიტყვა

                                            თავისუფლება
                                                                                            ,,და ამჯობინა ღმრთის ხალხთან
                                                                                              ერთად ტანჯვა, ვიდრე ჰქონოდა
                                                                                              მცირე ხნით ცოდვილი განცხრომა...\\\"
                                                                                                                                                  ებრ. 11. 25.

        თავისუფლება -- ეს სიტყვაც ისეთი საოცარია, როგორც თავად გრძნობა...
        თავისუფალი ვარ! რას ნიშნავს ნეტა?!...
        თავის უფალი დაბადებით ხომ ვართ და  მაინც რაღას დავეძებთ?!...
        რას ვერ ვიგებთ?!... რისი გვაქვს ეჭვი?!...
        არფერიც.  გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის!
        და ეს არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ უფალნი თავის, უფალნი იმის,
        რითაც უფალმა გამოგვარჩია, როცა გვაჩუქა და...… სწორედ ამით კაცად გვაქცია.…

        თავისუფლება -- ეს არჩევანის უფლებაა...… და რწმენა იმის,
        რომ ამ არჩევით, შენ თავადვე ხარ გამგებელი შენივე ბედის და კიდევ ერთი!…
        საზღვარი ჩემი თავისუფლების ნეტავ, სად გადის?!...
        იქ, სადაც მე მსურს?!... თუ?... მაშინ სხვისი უფლება?...
        საზღვარი ჩემი თავისუფლების გადის იქ, სადაც იწყება უკვე შენი უფლება!
        ძნელია?... არა! მაშ, სულ მუდამ რატომ გვეშლება?!...
        და ამის გამო ეს სანუკვარი თავისუფლება, ვით ზღაპრული, უცხო ფასკუნჯი, ხელიდან მუდამ რატომ გვისხლტება?!...…

        თავისუფლება -- სულს სულ სწყურია! გულიც მას ელტვის...… აი, ხორცი კი,
        ხორცს სულ ბრჭყვიალა მოსართავებზე უჭირავს თვალი...…
        სხვას რომ აცვია!... სხვა რომ მიირთმევს!... სხვა რით მჯობია?!...
        და როცა იღებს, რაც მას ასე სურს, თანაც იაფად...…
        ეს სიიაფე, ასე ნაქები, სულ არაფერი თურმე ნასუქალს არ დასჯდომია...…
        მხოლოდ და მხოლოდ დათმო ,,პატარა\\\" თავისუფლება...… რა სათქმელია?!...
        და მოოქროვილ  სულ პაწაწინა, ელვარე ბორკილს ელაციცება!

        თავისუფლება -- გაყიდული ასე იაფად, უკან არასდროს აღარ ბრუნდება!...
        ან დაბრუნდება ცრემლის ფასად...…ფასად წამების უმანკო სულთა..…
        ან სისხლის ფასად! რა ღირს სისხლი ჩვენი შვილების ?...
        როგორ თუ, რა ღირს?!... მას ფასი არ აქვს!... აქვს!...
        ეს არის ფასი ,,სარფიანად\\\" გაყიდული თავისუფლების!...

        თავისუფლება -- წილნაყარობა უფალთან ჩვენი -- სახე გვაქვს ერთი,
        იტვირთე უფლის კურთხევა ზეცით?... მაშ, მოიღე თავის უფლება...
        და არ დაუთმო არავის ნებით! ღვთის საჩუქარი არ იყიდება!

                                                                                                          2008 წელი. 7 სექტემბერი

                                                              თავი პირველი

      წერა უყვარდა და წერდა. ქაღალდი სულ არ ენანებოდა , არც დრო. ფურცელზე  დატოვებულ ფიქრს გაურბოდა მხოლოდ, ეშინოდა თითქოს.
ეს ხშირად არ ხდებოდა. რა ხანია შენიშნული ჰქონდა: ოფლიანი, ცივი ხელების ფათური დასჩემდა უჯრაში, როცა რაღაც ისე არ გამოსდიოდა. ნუთუ? იყო წარმატებული დღეებიც...იყო...მაგრამ უფრო მეტად.... ეეეჰ, მაინც ამ ილუზიებს რომ ვერ ეშვებოდა, ეს აგიჟებდა.
ორი- მეოთხედი ჭიქა სასმელი და ვარდისფერ ბურთულებად იშლებოდა სამყარო.....
  სახეზე ხელი ჩამოისვა, ორი დღისაა, მეტის არა... ჩაეღიმა ასეთი პატივისცემით რომ ფიქრობდა საკუთარ წვერზე, თითქოს ვიღაცა ბატონიაო.....
უეცრად მიხვდა, რომ გარეთ წვიმდა... დიდი ხანია წვიმდა ...აი, თურმე რა ხმაური მიჰყვებოდა მის სტრიქონებს მონაცრისფერო ბანგივით.... ხმაური თუ ხმა?... ხმა! წვიმის ხმა.....
    ახლა ცოტაზე ნაკლებადაც კი მოეჩვენა ვარდისფერი ბურთულა, მაგრამ წამოდგომა და სასმელის დამატება დაეზარა.... თითქოს რაღაცა რიტუალი გამოტოვა და ცელქი ბავშვივით დაემალა თავს.... აბა, ვნახოთ..... გამივა, თუ არაო?!....
    ნილოსის სიმწვანე და სინესტე თითქოს ძვალში ეჯდა.... უღრღნიდა და უღრღნიდა....შიგნიდან თლიდა ...ვეებერთელა მთვარის ჩრდილებს... რას აეკვიატა ნეტა, ეს მოსე, ხომ წერია უკვე ბიბლიაში...

..........ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას
                                                                ნელა მიაპობს მშვენიერი ქალწულის ნავი.
ოქროცურვილი მზის სეირნობა ცარგვალის თხემზე
                                                                              ოდნავ ცერად გადაივლის და....
ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას სადღაც წარიტანს...

აქ იყო?!....
                  სწორედ აქ ვიხილე ჭილის კალათი,
                                                                                  ყრმა იწვა მასში....
და სიჩუმე საკვირველი....
                                              რად არ ტიროდა?.....
დუმილით მკრთალმა ხელისკანკალით ამოვიყვანე:
ცოცხალი არის?
                            მადლობა უფალს, ცოცხალია!
რა საყვარლად დაიღუღუნა!....
                                                    საწყალი ჩვილი.....
ნუთუ მართლა რაც ეწერა, ის მოევლინა?!.....
ნუთუ არავის შესცოდებია?!....
                                                  სად არის დედა?....

......და ამდენი ცოდვის მტვირთველი,
                                                            მიწის ოხვრა, მოუწყვლელი,
უსასრულოდ ნალოდინარი...
                                                  რა უსაშველოს ნაკბილარს, ნაძრახს?!....
თავისი ხორცი თავად დაგლიჯა!.....
......და შვილთა ხოცვით გულშეძრულს, შერცხვა....
                                                  მერე კი თითქოს უხმოდ დამიწდა.....
მარაოსავით აიფარებს მდინარის ლერწამს...
და თვალს ცრემლნაწურს, მაგრად დახუჭავს,
                                                    რომ  ტალღის ბრუნვით იოხოს გული ....
სევდა მოიკლას.

                                                                                                                                          2009 წელი, ივლისი.

                                              თავი მეორე


...... არა,  დღეს ამას ძნელად ვინმე წაიკითხავს...დღეს მიართვი მსუბუქი და სასაცილო თუ არა, სასაიყვარულო მაინც....
სიგარეტი გააბოლა და  გადავსებული საფერფლისაკენ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაიხედა.....
        დამღალა ამათმა ბაზარმა..... დიახ, ბაზარმა.... ამ სიტყვის ყველა თანამედროვე და ძველი გაგებით.....
ბაზრობენ ყველაფერზე.... ბაზრობენ ყველაფრით.....
        მოსემ დიდი მწვანე თვალები მომაშუქა და  თავი გადაიქნია.....
--თავისუფლება.... თავისუფლება.....
--მერე, ვინ თქვა, რომ თავისუფალნი ვართ?...ვინ?....
ჩემს ჯავრიან კილოზე ჩაეღიმა, ისევ თავი გადაიქნია და.....
--მე ლაპარაკი არ მეხერხებოდა. ამიტომ უფალმა აარონი, ჩემი ძმა მომცა მოსაუბრედ.
-- ბაზარი იყო საჭირო, არა?---ჩამეღიმა ახლა მე.
--- სიტყვა იყო საჭირო, უფლის სიტყვა .---- თქვა მშვიდად,  ყოველგვარი.... მოკლედ, ჩემსავით კი არა, მასავით, მშვიდად.....
....და მარტოობის ულევი სევდა შეიცნო.....
ჰოოო...უფლის გარეშე ყოფნის სიცარიელემ შეძრა......
და შენ უკვე  ვერ თუ არ ხარ ჩემი უფალი და ვერც სისხლისმიერს ჯერ ვერ ვესავ.....

---ღმერთო. მიშველე....
---გაინძერი, შე  ბინძურო....
გაიტყლაშუნა  მათრახმა წითლად....
და ამ დროს თვალდაბნელებული სივრცე უეცრად განათდა....
ჩემი ხელები, რას აკეთებდნენ კარგად მახსოვს....
ჯერ გაავებით ვურტყი ჯალათს და....როცა შევიგრძენი რომ სისხლის სუნი კანის ქვეშაც კი გამიჯდა ....მივხვდი, მეტი აღარ შემეძლო, ვიხრჩობოდი.......... და დავიხედე.... უკვე კაცს კი არა,  რაღაცა სისხლის მასას ვურტყავდი ჯოხს... და როცა შევჩერდი...მონებმა სადღაც გამათრიეს ...ვიღაცა უცნობები ნაზად მეფერებოდნენ ხელებზე....
მთელი ღამე თვალგახელილი ვიწექი და....თან არ ვინძრეოდი...რომ ჩემს მფარველს მძინარე ვგონებოდი....  და ვფიქრობდი:
ახლა რა?...ეს ფიქრი არც იყო, უფრო რაღაც უსაგნო ოცნება იყო... განწირულობის შეგრძნება რომ გინდა დაფარო და  მით რომ იხანგძლივებ თავმოტყუების ხანას, ისე.....
                                                                                                                                                                                                        2009წ. ივლისი.

                                                              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები