ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2009


ნუ ტირი, ქალო...

                                                                            ქალო, ქმარი არ დაიტირო -
                                                                            სირცხვილია.
                                                                                გიო არაბული


ნუ ტირი ქალო...
ცრემლი ნუ გდის,
სხვას არ ანახო...
მერე რა მოხდა, წუთისოფელს დაემშვიდობა
ეგ შენი ქმარი,
და გიწევს ახლა მუხლდაჩოქილს
როგორად ახლო...
ნუ ტირი ქალო...
მას მხოლოდ სძინავს, დაიჯერე შენთვის
და ახლა მარტომ
მიხედე საქმეს...
უკვე მეტი დაგაწვა ჯაფა,
ნუ ტირი ქალო....
ისე იცხოვრა, არ შერცხვა და
მაგ შენი ცრემლით,
ნუკი შეარცხვენ, ნუ იტირებ,
გაჩერდი ქალო,
ხელში აიღე ხელსაქმე და მიხედე იმას...
გახედე, კალო -
რაც დატოვა ამ შავბნელ დილით
უკვე შენ გიცდის...
ნუ ტირი ქალო...

ლიკა ოხანაშვილი
19.09.2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს