 | ავტორი: მაისი ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2009 |
... ... ... ...
ხე დავრგე ველად ვერ გაიხარა, დღეს მივაკითხე! ტიროდა ჩუმად, არ შრიალებდა.. ფესვებიც ვნახე! ქერქი სტკიოდა, წვიმის წვეთები ზედ მივაბნიე... სიყვარულს მთხოვდა, მშობლის ალერსი ვერ დავანახე! გაზაფხულს მთხოვდა, მომიყვანეო-არ გავუბრაზდი... შემოდგომაზე ფოთლები მტკივა, შემიბრალეო! ზამთარიც დადგა, არ მივაკითხე, დამალა ბრაზი! გაზაფხულს ახალი ყლორტი მოუბამს - მომინათლეო! გული გავუშრე... მაგრამ მე ვნახე დამალა დარდი! ტიროდა მისი ყოველი ტოტი, ზე-თავმდაბალი! მინდოდა ართქმა სიყვარულისა, მაინც ვუთხარი! გვიანი არისო, შემოსკდა ქერქი გადახლართული! გაზაფხულამდე ვეღარ გასტანა ხის ნედლმა გულმა, ზამთრის სიცივეს მე ვერ გავათბე, ვერ მოვიკითხე, თურმე სტკიოდა ობოლი მხრები, ატკინა სულმა!. ...ხე დავრგე ველად ვერ გაიხარა, ვერ მივაკითხე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არ შეეპუო, კიდევ დარგე. აუცილებლად გაიხარებს :) არ შეეპუო, კიდევ დარგე. აუცილებლად გაიხარებს :)
8. კარგი რა. . . ველად რატო დარგე, რომ ვერ მოუვლიდი ხომ იცოდი? ეტყობა ბედს მიანდე იქნებ გაიხაროსო. . . ასეთია შედეგი რაშიც მთელ სულს და გულს არ ჩადებ, მერე აღარ უნდა ვიშვიში! :) ძალიან გავმკაცრდი მემგონი :) კარგი რა. . . ველად რატო დარგე, რომ ვერ მოუვლიდი ხომ იცოდი? ეტყობა ბედს მიანდე იქნებ გაიხაროსო. . . ასეთია შედეგი რაშიც მთელ სულს და გულს არ ჩადებ, მერე აღარ უნდა ვიშვიში! :) ძალიან გავმკაცრდი მემგონი :)
7. პოეტური ლექსია! პოეტური ლექსია!
6. შემოდგომაზე ფოთლები მტკივა, შემიბრალეო! ზამთარიც დადგა, არ მივაკითხე, დამალა ბრაზი! გაზაფხულს ახალი ყლორტი მოუბამს - მომინათლეო
მაის(ი)-ური განწობა არა და სექტემბრ(ი)-ული კი არის:)
შემოდგომაზე ფოთლები მტკივა, შემიბრალეო! ზამთარიც დადგა, არ მივაკითხე, დამალა ბრაზი! გაზაფხულს ახალი ყლორტი მოუბამს - მომინათლეო
მაის(ი)-ური განწობა არა და სექტემბრ(ი)-ული კი არის:)
5. შემოდგომაზე ფოთლები მტკივა, შემიბრალეო! :) შემოდგომაზე ფოთლები მტკივა, შემიბრალეო! :)
4. ახლადდარგულ ხეს სულ წყლის სხმა და ყურადღება ჭირდება! ახლადდარგულ ხეს სულ წყლის სხმა და ყურადღება ჭირდება!
3. ტიროდა მისი ყოველი ტოტი, ზე-თავმდაბალი! მომეწონა! ტიროდა მისი ყოველი ტოტი, ზე-თავმდაბალი! მომეწონა!
2. წარმატებები!!! წარმატებები!!!
1. წარმატებები წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|