ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2009


                                                      სიტყვა აშორებს ადამიანებს
                                                                      /კ.გამსახურდია/

უნდა აგტკივდეს სიტყვა ყოველი,
რაც გულებს შორის აშენებს ზღუდეს;
უნდა შეგეძლოს, დუმილით გიგრძნო...
მენატრებოდე, დღემუდამ მსურდე...
რომ გაცვეთილმა სიტყვამ - „მიყვარხარ“
არ გაგიხუნოს უცხო ზრახვები...
მე ვარ რაც იყო და რაც იქნება,
უსაბურველოდ  ვერ გენახები.
ჯერ ვერვინ შეძლო მოეხსნა რიდე -
ვარ საიდუმლო მარადუხრწნელი.
რომ არ აგტკივდეს, რაც უკვე  დაგცდა
იყუჩე!!!
                          ვნებებს თუ გაუძელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები