ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პიერო
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2009


შემოდგომის ქრონიკები.

                         
                                         
მხოლდ ერთი რამ ვიცი.
და მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს გამუდმებით.
ყოველთვის ასეთი ბანალური ვიყავი....
"მიყვარხარ"
ეს სიტყვა გავს სიზმარს...
შენც სიზმარი ხარ.
დრო მოვა და გავიღვიძებ,
მთავარია შიშს ვძლიო.
ესეც ბანალურია,-
სიფხიზლის შიში...
სურვილიც უფრო მეტად დათვრე...
უცნაურია ევროპა ჩემში,
არამიწიერი გულცივობით.
სამწუხარა,- ვერ გაგათბე...
შორს ხარ.
მაინც რა იდიოტობას ვწერ??
ვის რად უნდა ამდენი სიგიჟე?
ადამიანბი კმაყოფილები არიან "მინი კუპერში".
გავავსებდი იმ ოთახს შენით
და  გაშიშის ბოლით,
რომელშიც დღეს უნდა გადავსახლდე.
ლამაზია იქიდან თბილისი.
უნდა გაწვიმდეს...
ისევ უნდა მიყვარდე.
ვერაფრით გაგცდები,
ათასი წლის შემდეგ მოძებნი ჩემ ძვლებს
და იამაყებ.
ალბათ...
მოეწონება შენი თითები ჩემ ნეკნებს.
სევდასაც ნახავ თვალების ადგილზე,
შავსა და ცივ ფუღუროში.
მიყვარხარ...
მე ისევ ისეთი ბანალური ვარ.
შორსაა ევროპა ჩემგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები