 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 20 სექტემბერი, 2009 |
ჩვენი მამა-პაპებისთვის მაშინ დაკარგა ქალაქმა პეწი, ყარაჩოხელი ხელოსანმა რომ შეცვალა, მეარღნე - მუსიკოსმა, დუქანი -რესტორანმა და კიდევ მრავალი ძველქალაქური მუღამი, თანამედროვე ხედვამ თუ მოთხოვნებმა. ჩემთვის, პირველად მაშინ შეიცვალა ქალაქი, სარდაფებიდან ქურთები რომ გამოასახლეს და ახლადმშენებარე გლდანის კორპუსებში ჩაასახლეს. არადა, მაგრად უხდებოდა ეს ხალხი, თავიანთი წესით, რიგით თუ ტრადიციებით ქალაქის ძველ უბნებს. მარტო მათი ქორწილები რად ღირდა! დაკლული ხარი, საგულდაგულოდ დაბანილ-გარეცხილ-გალამაზებული (ცნობა გვიჭირდა) ნეფე-პატარძალი, ეზოში გაშლილი სუფრა, საპატიო სტუმრებისთვის - მეზობლის ,,ზალაში", ჭრელა-ჭრულებში გამოწყობილი მასპინძელ-მაყარი, პატარძლისთვის თავში ვაშლის სროლა (წესი აქვთ ასეთი), დილამდე ზურნა-დუდუკი და საერთო ფერხულში ჩაბმული ბავშვები, თურმე - ქართველი, იეზიდი, რუს-სომეხ-ებრაელი, რომ ვიყავით და გვიან გავიგეთ. ეეჰ, კარგი დრო იყო... ძმაკაცი მყავდა, ამ ეთნოსის წარმომადგენელი. ჩიტას ვეძახდით. პატარები ვართ, ჯერ სკოლაშიც არ დავდივართ. ის დროა, ,,ციგნებსაც" რომ იშვიათად აქვთ ,,ჟუვაჩკები" და ვინმემ საზღვარგარეთითად საჩუქრად თუ ჩამოგიტანა, კაციც ხარ და ქუდიც გხურავს. თავმომწონედ დააბიჯებ ეზოში და წელავ და ბერავ იმათ ჯინაზე, ადრე რომ ჰქონდათ და შენ არ გიწილადეს. ერთ დღესაც, ჩემს და ბიძინას საღეჭ რეზინებზე მუდმივად წილში მყოფი ჩიტა მეძახის, ამაყად მიწვდის ,,პედროს" და - აჰა, დაიწყე, დამიტოვე - მეუბნება. 4-5 წლის ვიქნებოდი მაშინ, მაგრამ იმას მაინც მივხვდი, შანსი - საზღვარგარეთიდან რომელიმე ნათესავს ჩიტასთვის ,,ჟუვაჩკა" ჩამოეტანა, ნულის ტოლი იყო და არც ბოშებს მისცემდა დედამისი კევში მანეთიანს. - საიდან ბიჭო? მოკლედ, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ძმაკაცისთვისაც საღეჭი რეზინი უცხოეთთან ასოცირდებოდა. ,,გაარკვია," რომ ,,უცხო ენაზე", ჩამოსულ კაცს - ,,ტურისტი" ერქვა. კევს კი ,,ბუბლიგუმ". აეკიდა ქუჩაში უცხოელებს: - ტურისტ ბუბლიგუმ! ტურისტ ბუბლიგუმ-ის ძახილით და სანამ არ დასცინცლა, არ მოეშვა. - გუშინ 4 ცალი მქონდა. წამომყევი, რასაც ვიშოვი გაგიყოფ. წინადადება ისეთი იყო, მე კი არა, ეშმაკს აცდუნებდა. მაგრამ, რად გინდა? ვინ გამიშვებდა ქუჩაში მარტოს? სხვა გზა არ იყო და გავიპარე. რამდენადაც მახსოვს ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო უბნის გარეთ. ჩიტა, ჩემთან შედარებით ჩამოყალიბებული მაგელანი გახლდათ. ზემელზე და რუსთაველზე კი არა, თბილისის ზღვაზეც არაერთხელ მარტო ნამყოფი. უბანს გავცდით თუ არა: - კურო ვარე! ბიჟო მოდიი! - მოგვესმა ხმა. ჩიტას ბებია - ქუბარა, გვეძახდა. მივედით. - ბიჟო, აქ რას გინდა? დედაშენმა ეთერმა ეზო ნახოს, გიჟი არის?! მუსი! მუსი! - ბიჭო, აქ რა გინდა? დედაშენმა - ეთერიმ ეზოში რომ ვერ დაგინახოს, ხომ გაგიჟდა ქალი?! ახლავე მოუსვი სახლში! - ეს ბრძანა, თავისებურად ქუბარა ბებომ. - გულო! ჰაა, გულო! - გასძახა თავის ქალიშვილს და ჩემი ძმაკაცის დედას, იქვე რომ გვიდა ქუჩას და ჩემი თავი ჩააბარა. ეეჰ, ყველა-ყველას იცნობდა. მეეზოვეებმა სულ ზეპირად იცოდნენ ჩვენი ასავალ-დასავალი. ასე ადვილად აითესებოდი უბნიდან? მოვიდა გულო. კარგად გამოლანძღა თავის შვილი, კარგადაც აფეთა კინკრიხოში, მე ცოცხით წინ გამიგდო და ასე მიმგვარა დედაჩემს. საღამოს ჩიტაც მოვიდა. მე დასჯილი ვიყავი. ფანჯრიდან ,,ჟუვაჩკები" შემომიყარა და მეორე დღისთვის დავთქვით გაპარვა.
* * *
ჩემს ბავშვობაში, უბანში, მხოლოდ 2-3 სართულიანი სახლები იდგა და ერთადერთი, 5სართულიანი კორპუსი. შემდეგ მას მეექვსეც დაუმატეს. იმ სახლში დავიბადე და გავიზარდე. წინ პატარა სტადიონი გვქონდა. მიდიოდა დღედაღამ ფეხბურთ-კალათბურთ-ჰოკეის, ორდროშობანას თუ ,,კაზაკი ი რაზბოინიკის,,-ს თამაში. გვერდით აბანო გვქონდა. სტადიონი-აბანო, რა გინდე ამაზე კარგი სინთეზი? ამიტომაც ატარებდა ჩვენი ეზო, უბნის ,,ცენტრავოი,, ბირჟის სახელს. მე, პირველ სართულზე ვცხოვრობდი. უბნელების არა, მაგრამ ჩემი კლასელების ნიფხავ-პერანგები, კედები და რეიტუზები, სულ ჩემთან ინახებოდა. ამიტომაც, თამაშის შემდეგ, ჩემს ბინაში, ისე მძაფრად ისადგურებდა გასახდელის სუნი, რომ საცოდავი დედაჩემი იძულებული ხდებოდა სასწრაფოდ გაერეცხა მთელი კლასის სპორტული ეკიპირება (ვიცი წაიკითხავს და ამიტომაც, ერთი ჩვენი საიტელი მეგობრის გასაბრაზებლად ვიტყვი: ყველაზე მეტი დრო, მისი სპორტული ფორმის წესრიგში მოყვანას სჭირდებოდა. ყველაზე ამოგანგლული ის იყო ხოლმე, ყოველთვის. როგორ ახერხებდა, დღემდე გამოცანად რჩება). ლამის მთელმა ვერა-ვაკემ იცოდა, სახლში თუ არ ვიყავით გასაღები ფანჯრის რაფაზე იდო. ბინაში იმდენი კედი ეყარა, რომელიმე მაინც მოგერგებოდა. გააღებდნენ კარს (ზოგს არც კი ვიცნობდი), მოიზომებდნენ სპორტულ ფეხსაცმელს, ითამაშებდნენ და შემოყრიდნენ შემდეგ ფანჯრიდან. ღმერთი, რჯული, ბინაში შაურიანიც არასდროს დაკარგულა. ნუ ახლა, მაცივრის გამოთავისუფლება კი იყო ტრადიციის რანგში აყვანილი, მერე რა? სამაგიეროდ - ოჯახის წევრებს სადილ-ვახშამზე რამდენიც გვეყოფოდა, იმდენს ყოველთვის გვიტოვებდნენ. მესამე-მეოთხე კლასში, ეზოში, ფეხბურთის შემდეგ ყველაზე პოპულარულ და ზე-ექსტრიმ თამაშად ,,მეკობრეობანა,, ითვლებოდა. კორპუსში მცხოვრები ბავშვები, მეკობრეები ვიყავით. მოპირდაპირე ეზოელები ( დიდი იტალიური ტიპის ეზო იყო. ბავშვები ქურთების ეზოს ვეძახდით, რადგან სხვადასხვა ეთნოსის ხალხთან ერთად, მრავლად ცხოვრობდნენ იეზიდები) ინგლისელ და ესპანელ არისტოკრატიას წარმოადგენდნენ. სამხატვრო ტექნიკუმის (მათთან საერთო ეზო გვაკავშირებდა) სტუდენტებს მოვახატინეთ დროშები, კალისგან ჩამოვასხით მონეტები, რომელიც განძს და ბრძოლების საბაბს წარმოადგენდა, შევიარაღდით, განძს მიწაში მივუჩინეთ ადგილი და დავიწყეთ ლამის ორწლიანი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მეკობრეთა დამრტყმელ ძალას: გიგა, ბიძინა, რატი, დათო, ალიკო და თქვენი მონა-მორჩილი წარმოვადგენდით. ინგლისელ-ესპანელი არისტოკრატიის ღირსებას - ჩიტა, პუტო, ქემალა, ისკო, ლოვიკა, ზადინა და ფოსოლა იცავდნენ. მათ რიგებში გიორგიც ერია, შემდგომში ქურთების ჰოკეის გუნდის კაპიტანი და მეკარე. ჩემ მეზობლად, ორი, ხანშესული და ცხოვრობდა. ღმერთმა აცხონოთ და საკმაოდ მძიმე ხასიათის, შინაბერები. უფროსებ- თან ხომ გაუთავებელი კონფლიქტები ჰქონდათ, ბავშვებსაც გამუდმებით გვეჩხუბებოდნენ. ისე, რაღა დაგიმალოთ და ჩვენც კარგად ვიყავით მათი ნერვების მოშლაზე გამეცადინებულნი. ჩიტა, დების მოურჩენელი კბილის ტკივილი გახლდათ. ზემოთ გამომრჩა და ერთი ზნე სჭირდა ჩემს ძმაკაცს. ბლუ იყო. მაგრამ, ბლუც არის და ბლუც... ჩიტა, ნამეტანი იყო, რა! კიდევ კარგი ვხვდებოდით რისი თქმა უნდოდა და ვაწყვეტინებდით თორემ, ბავშვობაში დაწყებული ,, გამარჯობა,, ახლაც არ ექნებოდა დამთავრებული. ენას ხომ უკიდებდა და რა თანხმოვნებსაც ამბობდა, თითქმის ყველას თავისებურად უბერავდა. რ, რომ ლ იქნებოდა ეს ბუნებრივია. შ - ს. კ-ს რატომღაც ტ-ს ჟღედარობა ჰქონდა მიცემული, გ - დ იყო. მის მიერ გამოთქმული ,,კარგი,, ,,ტალდად,, ჟღერდა. ქ-ს ორი ბგერა შეესაბამებოდა: ფ და თ. ექვსი - ეფსი იყო, ქათამი კი - თათამი და ასე შემდეგ. მაგრამ, საქმე გინებამდე თუ მივიდოდა, მოგეცათ ლხენა, ისე სხაპა-სხუპით ჩამოარაკრაკებდა 9სართულიანებს, გურული ლოგოპედიც ვერ ჩაურთავდა სიტყვას. შინაბერა დების სარეცხი თოკის ერთი ბოლო ფანჯრის ანჯამაზე, მეორე კი ხეზე იყო გამობმული. ზედ სარეცხია გაფენილი. ეზოში, მეკობრეების და ინგლისელთა ფიცხელი ბრძოლა მიმდინარეობს. ჯერ ერთი ზეწარი შეეწირა ბატალიებს და მიწაზე აღმოჩდა, შემდეგ მეორე. ტატუ, ერთ-ერთი და, ჩუმად გამოენთო სახლიდან და პირველი, ვინც შერჩა ხელში, მისკენ ზურგით მდგარი ჩიტა აღმოჩდა. წამიც და ,, ინგლისელი მეზღვაურის,, ყურმა, თვალნათლივ იწყო ზრდა. - მე თქვენ გაჩვენებთ ,,მეკობრეობანას!,, ითამაშე, ახლა რატომ არ თამაშობ?! რას ერჩოდით ამ ,,პრასტინებს?,, ილქანი იყო, თუ?!! ასე, ყურში ხელწავლებულს აახეკინეს მიწაზე დაყრილი სარეცხი ჩიტას, შეათრიეს სახლში, თავის ხელით გაარეცხინეს და თოკზეც გააკიდინეს. ჩვენს სიცილს და ძმაკაცის მასხრად აგდებას, საზღვარი არ ჰქონდა. როგორც იქნა მიწყნარდა ეზოში ხორხოცი. ნახევარი საათიც არ იყო გასული და რამდენჯერმე ბრრრრრრ! გაისმა ეზოში. რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩიტა ჩამოქაჩავდა სარეცხის თუკს, შემდეგ ხელს გაუშვებდა და ბრრრრრ! - გაუდიოდა მოყანყალე ანჯამებს. გამეხებული ტატუ ფანჯარას მიაწყდა: - მოგირჩა არა ყური! მე შენ გაჩვენებ სეირს! - თთთალბატონო, მმმმოდით მმმმეტობლეობანა ვვვითამასოთ, გაიღრიჭა ჩიტა და ზურგსუკან გადამალული, ჯოხზე წამოცმული, ტატუს ცისფერი, დაბამბული, ფოხანი გამოაჩინა, შავი გუაშით დახატული თავის ქალა და გადაჯვარედინებული ორი ძვალი რომ ამშვენებდა. ეზოში ამბავი ატყდა... ახლაც ვიცინი, რომ მახსენდება. გამოვარდა ტატუ. აასწრო ჩიტამ ხეზე. - ჩამოეთრიე დაბლა! - ალ ცამოვალ, თთთუ სათმე დათს, სენ თითონ ამოდი! - იკრიჭება ზემოდან. - ჩამოეთრიე დაბლა, შე ქურთო კინტო, შენა!!! - თულთი ალა ვალ, ინდლისელი ვალ, ინდისელი! ტურისტ, ბუბლიდუმ!!! - გაჰკივის და კმაყოფილი აქნევს ნიფხავს. - მომეცი ჩემი ნიფხავი, შე სატანა! - ლას ამბობ? ლა ნიფხავი? დლოსაა, დლოსა! ველ ხედავ?!! მოკლედ, კარგა ხანი გაგრძელდა ეს ჩამოდი-შენ ამოდი, მომეცი - არ მოგცემ. ბოლოს აძვრა ჩიტა კენწეროზე, ქანთარიასავით გამჰოკიდა ნიფხავ-დროშა, გადაძვრა მეორე, შემდეგ მესამე-მეოთხე ხეზე, ჩამოხტა და - ტალდი იყო? ესეც სენას! - ძახილით ეზოდან აითესა. ტატუც ვეღარ იკავებდა სიცილს.
* * *
ჩვენი სახლი, უწყებრივი გახლდათ, კულტურის სამინისტროს და თეატრალურ საზოგადოების თანამშრომლებისთვის აშენებული. ბევრი ცნობილი პიროვნება ცხოვრობდა და ცხოვრობს ამ კორპუსში. ამოტომაც ჩავთვალე საჭიროდ მათი გვარ- სახელების შეცვლა, იმ ამბავთან დაკავშირებით, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებ. 60-იანი წლებია. ბრეჟნევის ეპოქის დასაწყისი. ზაფხულია, აგვისტო. ქალები და ბავშვები - აგარაკებზე. სახლი - მამაკაცების ანაბარად დატოვებული. სმის და ქეიფების რაოდენობა, მკვეთრადაა მომატებული. საღამოა. იღება ალაყაფის კარი, ეზოში შემოდის გვარიანად შებუჟბუჟებული რეზო, ამ სახლის ბინადარი. ბრააახ!!! - საშინელი ზათქი გაუდის მოჯახუნებულ რკინის ჭიშკარს. ვერ არის რეზო ხასიათზე. რამდენიმე ცნობისმოყვარე თავი, სეირის იმედით მოაწყდა ფანჯრებს. - ნოდარ სვანიძე!!! - ეზოდან ასძახა, ზედა მეზობელს და მინისტრის მოადგილეს. - რა მოხდა რევაზ? - გაკვირვებული კითხულობს ბატონი ნოდარი. - რა მოხდა და ჩათლახი ყოფილხარ შენი დედაც .....!!! - გამოწერა დასკვნა რეზომ და ბარბაცით შევიდა ბინაში. აუუუფ! როგორია, დედის გინება?! თან ვის აგინებ, ბატონ ნოდარს?! მინისტრის მოადგილეს? ამისთვის სულ ცოტა მინისტრობაა საჭირო. რეზო კი ვინაა, ერთ-ერთი გამომცემლობის ტექრედაქტორი. ვერაა მაგის საქმე კარგად. დღეს რა უჭირს, მთვრალია და ვერ ხვდება, მაგრამ ხომ გათენდება ხვალინდელი დღეც? რას შვება მერე? ასე სახალხოდ კაცს - ჩათლახოო და დედაც აგინო?.. ნამეტანია.თქვენ ნუ მომიკვდებით. თანაც, ვის შეარჩენს ბატონი ნოდარი უშვერ სიტყვებს. ფაქტიც სახეზეა: რეზოს არხეინად სძინავს, ნოდარ სვანიძე კი მეზობლებში დადის და - ხომ გაიგონეთ, როგორ მაგინა? კაცი არ ვიყო, თუ არ დავაჭერინო, თქვენ ამაზე მომიწერეთ ხელიო - საჩივარს აჩეჩებს. დილით, კარზე ზარის ხმამ გამოაღვიძა რეზო. ალექსანდრე იყო, მეზობელი და თანაც, ქალაქის ერთ-ერთი რაიონის, რაიკომის პირველი მდივანი. - რა იყო კაცო? რა ცეცხლი დალიე გუშინ? გახსოვს მაინც, დედა რომ აგინე ნოდარს? - სადარბაზოშივე გაუწყრა ახალგაღვიძებულ მასპინძელს. - მახსოვს... მახსოვს... ჩუმად ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა, ნაბახუსევზე მყოფმა რეზომ და მოსულს ოთახში შეუძღვა. - რაღა მაგას ეტაკე მაინცდამაინც?! არ იცი რა ტიპია?! რა გინდოდა? რას ერჩოდი?! - ღირსია და იმიტომ ვაგინე... - ჰოდა, ღირსი თუა, სასამართლოში რომ შეიტანს საჩივარს, მერე უყარე კაკალი! რატომ აგინე? - მურმანია ერთი, ქიქავა. ახალგაზრდა პოეტი. სახლი არა აქვს თბილისში და კარი. დასავლეთ საქართველოდანაა ჩამოსული. ნიჭიერი ბიჭია. უჭირს. ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავს ლექსებს და იმით გააქვს თავი. როგორც იქნა მოხერხდა და წელს მისი ლექსების კრებული უნდა გამოსულიყო. ცოტას მოითქვავდა სულს და მწერალთა კავშირის წევრობისკენაც ექნებოდა ერთი ნაბიჯი გადადგმული. მარა რად გინდა? ნოდარის დაურეკავს გამომცემლობაში, მურმანის წიგნი ამოაღებინა წლევანდელი წლის გეგმიდან და თავის ნათესავის წიგნი ჩაუშვა. მეხუთე წიგნს აქვეყნებს უკვე და ხუთ კაცს არ ექნება წაკითხული. ესაა კაცობა? ყველაზე გაჭირვებული დაჩაგრა. ეეჰ, რაც იყო, იყო, აწი არც მურმანის წიგნს ეშველება არაფერი და არც ჩემს გინებას. თუ ჩივის და მიჩივლოს მაგის დედაც...... - ჩაიდუდღუნა რეზომ და ატკივებულ შუბლზე ხელი მიიდო. - გასკდა თავი, ეს ოხერი. - ეგ რა არის, შენ თავის გასკდომა მერე ნახე, რასაც გეტყვი ისე თუ არ მოიქცევი - დაიწყო ალექსანდრემ. - მოკლედ, თავს იკლავს ნოდარი, შენზე - უნდა დავაჭერინოო, გაიძახის. როგორც იქნა შევკერეთ მე და ბატონმა კაკომ. ამხანაგურ სასამართლოს მოგიწყობთ. გაგჯორავთ, შენ ბოდიშს მოუხდი ნოდარს, მერე მე, შენ, კაკო, ედიშერი და ვანო ავიდეთ ჩემთან, ჩეხური ლუდი და ,,სმირნოვი" მაქვს ჩაციებული, ხიზილალა და დოში. შენს თავსაც ეშველება და ჩემსასაც, მეც ,,პახმელიაზე" ვარ და დროზე დავამთავროთ ეს ამბავი. სასამართლო ეზოში ჩატარდება, 11 საათზე. მიდი ახლა, დროზე, პირი დაიბანე , ჩაიცვი და გამოდი გარეთ. ზუსტად 11 საათზე, ეზოში თავ-თავიანთი სკამებით ჩამობრძანდნენ მეზობლები, მხოლოდ მამაკაცები( როგორც ადრე მოგახსენეთ ქალები და ბავშვები კურორტებს არიან მოდებულნი). პირველ სართულზე მცხოვრები, სახატვრო აკადემიის პრორექტორის ბინიდან გამოიტანეს მაგიდა, გრაფინით წყალი და დაიწყო ამხანაგური სასამართლო (ამხანაგური ეძახე შენ და რისი უფლებაც ჰქონდათ ამგვარ სასამართლოებს, კარგად ახსოვთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს და კარგად იცის რეზომ, - ერთი ნაბიჯია ციხემდე და უწყებრივი სახლიდანაც შეიძლება გამოგიძევონ ოჯახი). სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი აკაკია, იმ დროს ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე, წევრები ბატონი ივანე, სხვა მინისტრის მოადგილე და ბატონი დავითი, სახალხო არტისტი. ბრალმდებელი ბატონი ალექსანდრე - რაიკომის მდივანი. მომჩივანის ადვოკატი - ბატონი ალექსი, იმ დროს საკმაოდ გავლენიანი მწერალი და მწერალთა კავშირში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ჩინოვნიკი, ბრალდებულის ვექილი - ბატონი ედიშერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე. მარცხნივ, სახეაწითლებული და თვალებბრიალა, ნაგინები მომჩივანი ზის, მარჯვნივ - თავდახრილი და თავმტკივანი მგინებელი. დაიწყო სასამართლო. ბატონი ნოდარი, თანამდებობის პირის სახალხოდ შეურაცხყოფის მიყენების გამო, დამნაშავის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მოსამართლე არ ეთანხმება მოსარჩელეს და ბოდიშის მოხდაზე დაყაბულებას სთავაზობს, მკაცრი გარანტიით, მსგავსი რამ რომ არასდროს განმეორდება. მოსამართლემ თავისი გაიტანა ( გაახარებს იმ ქვეყნად ღმერთი). გადაწყდა: რეზომ პატიება უნდა თხოვოს ბატონ ნოდარს. მაგრამ ეს ( დაზარალებულის მოთხოვნით) ზუსტად ისევე, საჯაროდ, ხმამაღლა და მთელი უბნმის გასაგონად უნდა მოხდეს, როგორც - ლანძღვა-გინება. ვერდიქტი გამოტანილია! მეზობლებმა პატრონს დაუბრუნეს მაგიდა, აიტანეს სკამები და ბინებში შევიდნენ. ეზოში მხოლოდ რეზო დარჩა. ბატონ ნოდარს უნდა დაუძახოს და ყველას გასაგონად მოუხადოს ბოდიში. რას იზამ, მინისტრის მოადგილე აღმართს ხნავს. თუ მართალია - მითუმეტესს და ამიტომაც: - ნოდარ სვანიძე - გაისმა ეზოში. ნოდარმა ფანჯრიდან გადმოიხედა. - ასე არა ბატონო! გუშინ კარგად ღრიალებდი?! ახლა რამ ჩაგიწყვიტა ხმა?! გადი გარეთ, კარი მოიჯახუნე და ქვეყანამ რომ გაიგოს, ისე მომიბოდიშე! - ჩამოსძახა ზემოდან და ფარდის მიღმა გაუჩინარდა. რა უნდა ექნა რეზოს? სამსახურის დაკარგვას ვინ ჩივის, საციხოდ აქვს საქმე. თქვენ არჩენთ მერე მის ოჯახს, ან თქვენ შეინახავთ ზონაში, თუ რა? გავიდა გარეთ და მოიჯახუნა ალაყაფის კარი. - ნოდარ სვანიძე!!! - იღრიალა საცოდავმა რაც შეეძლო, არადა თავიც რომ უსკდება, როგორია ასეთ დროს ღრიალი? ნოდარ ბატონი, ეტყობა კმაყოფილი დარჩა კარის და ყოფილი მაგინებლის ხმის სიმაღლის ხარისხით. გამოიხედა, გულდასმით შეათვალიერა, როგორც საკუთარი კორპუსის, ასევე მეზობელი სახლების სარკმლები. სრული ანშლაგი იყო ფანჯრებში. - რა მოხდა რეზო? - ჩამოსძახა მოწყალედ. - რა მოხდა და შენი კაცობა, შენი მინისტრობა, შენი შეშინებული კაცის და შენი დედა მ.....,ნ!!! შე ჩათღლახო, ნაბოზარო!!! ხო გაიგე ახლა რაც მოხდა, შენი დედა მ.........ნ და წადი, იჩივლე სადაც გინდა!!!
ბატონი ალექსანდრეს ოჯახში, ჩეხურ ლუდზე და სმირნოვის არაყზე მოხდა ბატონი ნოდარის და რეზოს შერიგება. სხვათაშორის, მურმან ქიქავას წიგნის გამოცემაც მოხერხდა იმ წელს. ბატონ ნოდარს მიუძღვოდა ამ საქმეში ზორბა წვლილი. * * *
-Честь, превыше всего!!! - უბანში, ჩახლეწილი ხმით, ამ შეძახილს თუ გაიგონებდით, იმას ნიშნავდა, რომ : 1. ბოცმანა არ იყო დაჭერილი. 2. იყო მთვრალი 3. და ვიღაცას ტუქსავდა. მაზალო ვინმე იყო, ცხონებული, ძველი ყაიდის, ჩემზე 20 წლით უფროსი. 5 თუ 6 ,,სროკი\" ჰქონდა მოხდილი და გარეთაც რომ იყო, მაშინაც წარმოსახვითი გისოსებიდან უმზერდა სამყაროს, იქაური ჰაერით სუნთქავდა, იქაურად ჭრიდა და კერავდა. გულით საოცრად ალალი, კარგი გვარის და კარგი ოჯახისშვილი. ეს იყო, რომ სიმთვრალე არ ჰქონდა მთლად ანგელოზისებრი. ციხეშიაც სულ სიმთვრალის გამო ხვდებოდა. ჩხუბი და დავიდარაბა, თორემ არც კაცი მოუკლავს, არც გაუძარცვავს, არც უქურდია და ზემოთ თქმულის გარდა არც რამ ავი ჩაუდენია, არასდროს. თუ დამიჯერებთ, მისი ტყუილიც არ მახსოვს. ღმერთმანი, ალალად ვამბობ! ყველას უყვარდა უბანში, დიდსა თუ პატარას, მათ შორის, მის მიერ დასჯილ-გალახულებსაც. სხვადასხვა ასაკის უმცროსებს სულ ჭკუას გვარიგებდა, გვმოძღვრავდა თავისებურად. თუმცა რა თავისებურად: ჭკვიანად მოიქეცით, ისწავლეთ, მშობლებს დაუჯერეთ, არ იმამაძაღლოთ, უფროს-უმცროსი იცოდეთ, ჩხუბი თუ აუცილებელია იჩხუბეთ, მაგრამ დანა არ იხმაროთ, მოპარვა არ არის კარგი, დედა არ შეიგინოთ, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს არ გაუხუროთ, ისინი აქ სწავლისთვის არიან მოსული და არა საჩხუბრად, აბანოს ფანჯრებიდან ქალებს არ შეუჭყიტინოთ, დაისჯებით, პაპიროსი არ მოწიოთ, ფულზე არ ითამაშოთ, არ ილოთოთ, არ იკაიფოთ, არ იბოზოთ, გახსოვდეთ: ჩესტ პრევიშე ვსივო! - რითია ცუდი დარიგება? ნუ, დღეს ამ ჩამონათვალიდან, ბევრი რამ ,,ამოსაღებია\" ,,მოძველდა\", მაგრამ მაშინ, ყველაფერი მართალი გვეგონა და ჩვენც ვუჯერებდით შეძლებისდაგვარად, უფროს მეგობარს და მრავალთაშორის ერთ-ერთ ჭკუისდამრიგებელს. რა-რა და, უფროს-უმცროსობა, იმ დროინდელ ქალაქის ძველ უბნებში, ჯოულ-ლენცივით ჰარმონიულად იყო შერწყმული, ვინმე უცხო თუ არ მოგივიდოდა თვალში, პირველი შეკითხვა - რომელ კლასში ხარ? -იყო და სავარაუდო მოწინააღმდეგე შენზე ერთი წლით უფროს-უმცროსი თუ აღმჩნდებოდა, იშვიათად, ჩხუბამდე მისულიყო საქმე. ადრე ვთქვი ეზოში ფეხბურთის მოედანი გვქონდა და დაღამებამდე მთელი უბანი იქ ვთამაშობდით ბურთს. პატარები ადრიანად ვიწყებდით თამაშს, უფროსები მოგვიანებით მოდიოდნენ. თუ თამაში არ გვქონდა დამთავრებული, პირველივე გატანილი ბურთის შემდეგ შევწყვეტდით, მატჩს გადავდებდით და დიდებს ვუთმობდით ასპარეზს. ჩვენ მოედნიდან გადავარდნილი ბურთების და წყლის მოტანა გვევალებოდა. გვევალებოდა კი არა, სიხარულით ვასრულებდით ამ საპატიო მოვალეობას და იყო ერთი წივილ-კივილი: არიქა! ჩემი მოტანილი წყალი დალიე და არა, ჩემი! თუ უფროსებს კაცი აკლდათ და კარში დაგაყენებდნენ, შენ ბედს ხომ ძაღლი არ დაჰყეფდა, მაშინ! იცოდი, ცოტა ხნით წინაც გაგიშვებდნენ სათამაშოდ და ფორტუნა თუ გაგიღიმებდა და ბურთს შეაგდებდი, ღამე რაღა დაგაძინებდა სიხარულით! არ მახსოვს, თამაშის დროს, ჩვენი თანდასწრებით უფროსებს შეეგინოთ. ერთხელ იყო ისკომ დაახეთქა რაღაც მურტლად. ვააა, რა დღე აყარეს კრისამ, შოღომ, კოტიკომ, დავესკამ და გია ფერაძემ ( ეეჰ, დღეს აღარც ერთია ცოცხალი, აფსუს რა ბიჭები... ღმერთმა აცხონოს ყველა!) - შე ვირიშვილო, რა სიტყვებს ამბობ?! აქ ბავშვებს ვერ ხედავო? - კინაღამ გალახეს. რა დასამალია და ნარდს და ზარსაც თამაშობდენ უფროსები, ცხადია ფულზე. მახსოვს ერთხელ კოტე ჩამოვიდა ჩვენ ეზოში ნარდით ხელში. მე ახალი ნასწავლი მაქვს, თითებით ვითვლი. რომ დავინახე ვეცი, გინდა თუ არა მეთამაშე მეთქი - თავი მინდა მოვაწონო, დაინახოს, უკვე კაცი ვარ, ნარდის თამაში შემიძლია. - დამაცადე, არ მცალია, ერთი უნდა მოვიდეს და იმას უნდა ვეთამაშოო - მეუბნება. არ მოვეშვი, ტვინი შევუჭამე. თან მაზიანს ვთავაზობ. მიხვდა ვერ მომიშორებდა, თან პარტნიორიც იგვიანებდა და დამთანხმდა. პირობა ასეთი იყო: თამაში - სამი პარტია. ვაგებ - როცა კოტე ფეხბურთს ითამაშებს წყალი უნდა მივუტანო, ვიგებ - ერთი ყუთი ,,ჯუვაჩკა\" ჩემია. ამაზე კარგი ვარიანტი რა მინდა? ორივე შემთხვევაში მოგებული ვარ. წავაგებ - სხვისას კი არა, ჩემ მოტანილ წყალს დალევს კოტე! მოვიგებ და ერთი ყუთი კევი ჩემია! დავიწყეთ ნარდი და ის ხალხიც მოვიდა, ვისთანაც კოტეს თამაში ჰქონდა გამოცხადებული. ბოლომდე მეთამაში სამივე პარტია, მომაგებინა და: - წადი ნინოსთან ( მისი მეუღლე იყო) და ჩაიბარე თავანიო. სიტვა არ ქონდა დამთავრებული, იქ ვიყავი დარჭობილი. ერთის ნაცვლად, ორი ყუთი გამომატანა ნინომ, აქაოდა - იმის მაღარიჩში, მეტი რომ არ ,,მოუგეო\". ქურთებით დავიწყე თავიდან ამბის მოყოლა და ეეეე, სად წავედი? დიდი აბდაუბდა ვინმე ვარ რა! არაუშავს,ისევ ძველ კალაპოტს დავუბრუნდები. ისკო მეთქი, რომ ვახსენე, იმაზე გეტყვით ერთ ამბავს. ზვიადის პერიოდია. ოსეთში ახალი დაწყებულია არეულობა. ვხედავ ისკო მოდის. მოდის მარა რა მოდის ბადრიჯნისფერია თავიდან-ბოლომდე. ნაგვემ-ნაცემი. - რა გჭირს ისკო? გცემა ვინმემ თუ ავარიაში მოყევი? - ორჯონიკიძეში მცემეს ტო. - ვინ? რაზე? - ავტობუსი გააჩერეს ბიჭო. ამოვიდნენ და აბა, რომლები ხართ ქართველები, ჩამოდითო. სულ იარაღები გვირტყეს. - მერე? რას ჩადიოდი? პასპორტრი ვერ აჩვენე ტო? ტამოევი არ გიწერია შიგ, იეზიდი? - ეეეე, კაი რა კახაჯან, ასე მიცნობ? როგორ, ახლა იმას დავიწყებდი: ქართველი არა ვარ, ქურთი ვარ, ია ტუტ ნე პრიჩომ მეთქი? მერე თქვენთან როგორ მეჭამა პური? ნუ მცემეს რა, დიდი რამე. მეც ეხლა პირველად მომხვდა რა... სახე სულ დალილავებული ჰქონდა და ხელზე ვაკოცე ისკო ტამოევს...
...................... როგორ იცოდი ბოცმან? -ჩესტ პრევიშე ვსივოო, არა? ხშირად უნდა ვიმეორო, ბოცმან, თორემ ამ ბოლო დროს, მავიწყდება რაღაც ეს სიტყვები...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. დარწმუნებული ვარ თქვენიდან დაიწყება იმ კარგის დაბრუნება, რაც გვქონდა. დიდი მადლობა, რომ ამდენი კარგი დაგაქვთ და თან ჩვენც "გვირიგებთ" ყველაფერი ეს აუცილებლად წიგნად და რაც შეიძლება მალე. :) :) :)
"მაგრამ, საქმე გინებამდე თუ მივიდოდა, მოგეცათ ლხენა, ისე სხაპა-სხუპით ჩამოარაკრაკებდა 9სართულიანებს, გურული ლოგოპედიც ვერ ჩაურთავდა სიტყვას." გადასარევია.:) :) :)
პატივისცემით. :) :) :)
დარწმუნებული ვარ თქვენიდან დაიწყება იმ კარგის დაბრუნება, რაც გვქონდა. დიდი მადლობა, რომ ამდენი კარგი დაგაქვთ და თან ჩვენც "გვირიგებთ" ყველაფერი ეს აუცილებლად წიგნად და რაც შეიძლება მალე. :) :) :)
"მაგრამ, საქმე გინებამდე თუ მივიდოდა, მოგეცათ ლხენა, ისე სხაპა-სხუპით ჩამოარაკრაკებდა 9სართულიანებს, გურული ლოგოპედიც ვერ ჩაურთავდა სიტყვას." გადასარევია.:) :) :)
პატივისცემით. :) :) :)
36. წავიკიტხე და ავტირდი,,მადლობ რომ გამახსენე ეგ ამბები, სრული სიმართლეა, კარგად დაგიწერია55555 წავიკიტხე და ავტირდი,,მადლობ რომ გამახსენე ეგ ამბები, სრული სიმართლეა, კარგად დაგიწერია55555
35. - რა მოხდა რეზო? - ჩამოსძახა მოწყალედ. - რა მოხდა და შენი კაცობა, შენი მინისტრობა, შენი შეშინებული კაცის და შენი დედა მ.....,ნ!!! შე ჩათღლახო, ნაბოზარო!!! ხო გაიგე ახლა რაც მოხდა, შენი დედა მ.........ნ და წადი, იჩივლე სადაც გინდა!!!
ბატონი ალექსანდრეს ოჯახში, ჩეხურ ლუდზე და სმირნოვის არაყზე მოხდა ბატონი ნოდარის და რეზოს შერიგება.
მსგავსად ჯიგრიანი ნაწარმოები კაი ხანია კი არადა მგონი საერთოდ არ წამიკითხავს. სად ვიყავი აქამდე. - რა მოხდა რეზო? - ჩამოსძახა მოწყალედ. - რა მოხდა და შენი კაცობა, შენი მინისტრობა, შენი შეშინებული კაცის და შენი დედა მ.....,ნ!!! შე ჩათღლახო, ნაბოზარო!!! ხო გაიგე ახლა რაც მოხდა, შენი დედა მ.........ნ და წადი, იჩივლე სადაც გინდა!!!
ბატონი ალექსანდრეს ოჯახში, ჩეხურ ლუდზე და სმირნოვის არაყზე მოხდა ბატონი ნოდარის და რეზოს შერიგება.
მსგავსად ჯიგრიანი ნაწარმოები კაი ხანია კი არადა მგონი საერთოდ არ წამიკითხავს. სად ვიყავი აქამდე.
34. ვფიქრობ "...ფურცლები" და "ჯიგარა" ამ წლის გამოსარჩევი ნაწარმოებებია ქართულ სალიტერატურო სივრცეში. ძალიან მომწონს და გისურვებ წინსვლას ჩემო კახაბერ. ვფიქრობ "...ფურცლები" და "ჯიგარა" ამ წლის გამოსარჩევი ნაწარმოებებია ქართულ სალიტერატურო სივრცეში. ძალიან მომწონს და გისურვებ წინსვლას ჩემო კახაბერ.
33. 5 საოცრად კარგი სიტყვა საოცარს მაშინ იყენებს ადამიანი, სიტყვები რომ არ ყოფნის ხოდა ზუსტად ის მომენტია :) წარმატებები 5 საოცრად კარგი სიტყვა საოცარს მაშინ იყენებს ადამიანი, სიტყვები რომ არ ყოფნის ხოდა ზუსტად ის მომენტია :) წარმატებები
32. სულ ცრემლებით ვიკითხე, თან ვიცინე....... ამ ისკოს ამბავმა ხომ საერთოდ..... ღმერთმა გაგახაროთ..... ;) ;) ;) სულ ცრემლებით ვიკითხე, თან ვიცინე....... ამ ისკოს ამბავმა ხომ საერთოდ..... ღმერთმა გაგახაროთ..... ;) ;) ;)
31. როგორ იცოდი ბოცმან? -ჩესტ პრევიშე ვსივოო, არა? ხშირად უნდა ვიმეორო, ბოცმან, თორემ ამ ბოლო დროს, მავიწყდება რაღაც ეს სიტყვები...
ესე მგონია თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ ეს სიტყვები, გაიხარეთ ბატონო ჰარალე. როგორ იცოდი ბოცმან? -ჩესტ პრევიშე ვსივოო, არა? ხშირად უნდა ვიმეორო, ბოცმან, თორემ ამ ბოლო დროს, მავიწყდება რაღაც ეს სიტყვები...
ესე მგონია თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ ეს სიტყვები, გაიხარეთ ბატონო ჰარალე.
30. - ეეეე, კაი რა კახაჯან, ასე მიცნობ? როგორ, ახლა იმას დავიწყებდი: ქართველი არა ვარ, ქურთი ვარ, ია ტუტ ნე პრიჩომ მეთქი? მერე თქვენთან როგორ მეჭამა პური? ნუ მცემეს რა, დიდი რამე. მეც ეხლა პირველად მომხვდა რა... სახე სულ დალილავებული ჰქონდა და ხელზე ვაკოცე ისკო ტამოევს...
დიდი 5 - ეეეე, კაი რა კახაჯან, ასე მიცნობ? როგორ, ახლა იმას დავიწყებდი: ქართველი არა ვარ, ქურთი ვარ, ია ტუტ ნე პრიჩომ მეთქი? მერე თქვენთან როგორ მეჭამა პური? ნუ მცემეს რა, დიდი რამე. მეც ეხლა პირველად მომხვდა რა... სახე სულ დალილავებული ჰქონდა და ხელზე ვაკოცე ისკო ტამოევს...
დიდი 5
29. როგორ იცოდი ბოცმან? -ჩესტ პრევიშე ვსივოო, არა? ხშირად უნდა ვიმეორო, ბოცმან, თორემ ამ ბოლო დროს, მავიწყდება რაღაც ეს სიტყვები...
გადასარევია... სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი! 5 როგორ იცოდი ბოცმან? -ჩესტ პრევიშე ვსივოო, არა? ხშირად უნდა ვიმეორო, ბოცმან, თორემ ამ ბოლო დროს, მავიწყდება რაღაც ეს სიტყვები...
გადასარევია... სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი! 5
28. ჯიგრიქნო ქართველოო!!! გაიხარე შენაა!!!! ყოჩაღ ძამია შენ!!! ლაღი ხელწერა და ლიტერატურული დახვეწილობა... მიყავრს ეს ადამიანი და მისი შემოქმედება!!! ყოჩაღ!!! ჯიგრიქნო ქართველოო!!! გაიხარე შენაა!!!! ყოჩაღ ძამია შენ!!! ლაღი ხელწერა და ლიტერატურული დახვეწილობა... მიყავრს ეს ადამიანი და მისი შემოქმედება!!! ყოჩაღ!!!
27. კახაჯან! მალადეც ძმო, კარგად წერ და თბილად. უკვე წარმოვიდგინე როგორ შევიძენ შენს წიგნს წიგნის მაღაზიაში და მერე ჩემს ბავშვებს წავუკითხავ. კარგი კაცი ხარ. გილოცავ! კახაჯან! მალადეც ძმო, კარგად წერ და თბილად. უკვე წარმოვიდგინე როგორ შევიძენ შენს წიგნს წიგნის მაღაზიაში და მერე ჩემს ბავშვებს წავუკითხავ. კარგი კაცი ხარ. გილოცავ!
26. "ჩესტ პრევიშე ვსივო"- გაიხარეეეეეეე "ჩესტ პრევიშე ვსივო"- გაიხარეეეეეეე
25. მალე ,ძაან გაიწელა.... :) მალე ,ძაან გაიწელა.... :)
24. ნეტა ეს ქულები ზომებითაც განსხვავდებოდნენ... დიდი 5 ეკუთვნის ამ მოგონებებს... და ავტორსაც, მათი ჩვენამდე ასე ხალასად მოტანისთვის. ნეტა ეს ქულები ზომებითაც განსხვავდებოდნენ... დიდი 5 ეკუთვნის ამ მოგონებებს... და ავტორსაც, მათი ჩვენამდე ასე ხალასად მოტანისთვის.
23. მაგარი გადმოცემის უნარი გაქვთ, ნათლად წარმომიდგა ყველაფერი თვალწინ. კარგად წერთ. მაგარი გადმოცემის უნარი გაქვთ, ნათლად წარმომიდგა ყველაფერი თვალწინ. კარგად წერთ.
22. ამის ასე შეწყვეტა და სამშობლოს ღალატი ერთი და იგივეა... ცოცხლად წარმომიდგა ნაღდი ბატონი რეზო... ღმერთმა ნათელში ამყოფოს!..ეს დამოუკიდებელი და მაგარი ნოველაა. ნოველებია ჩიტას, ისკოს და კოტეს ამბებიც. ასეთი რამეების დაკარგვა არ შეიძლება... ამის ასე შეწყვეტა და სამშობლოს ღალატი ერთი და იგივეა... ცოცხლად წარმომიდგა ნაღდი ბატონი რეზო... ღმერთმა ნათელში ამყოფოს!..ეს დამოუკიდებელი და მაგარი ნოველაა. ნოველებია ჩიტას, ისკოს და კოტეს ამბებიც. ასეთი რამეების დაკარგვა არ შეიძლება...
21. აუუუფ! როგორია, დედის გინება?! თან ვის აგინებ, ბატონ ნოდარს?! მინისტრის მოადგილეს? ამისთვის სულ ცოტა მინისტრობაა საჭირო.
ძალიან კარგი მემატიანე ხარ...ზუსტად აღწერ ხოლმე იმ დროის ცხოვრებას...555555555555555555 აუუუფ! როგორია, დედის გინება?! თან ვის აგინებ, ბატონ ნოდარს?! მინისტრის მოადგილეს? ამისთვის სულ ცოტა მინისტრობაა საჭირო.
ძალიან კარგი მემატიანე ხარ...ზუსტად აღწერ ხოლმე იმ დროის ცხოვრებას...555555555555555555
20. ჩესტ პრევიშე ვსივო...
ისევ ამ სიტყვებს დავაკოპირებ... ეს ელფერი დაყვება ყველა თქვენს ნაწერს და გმირს... დღევანდელ დღეს გილოცავთ.... ჩესტ პრევიშე ვსივო...
ისევ ამ სიტყვებს დავაკოპირებ... ეს ელფერი დაყვება ყველა თქვენს ნაწერს და გმირს... დღევანდელ დღეს გილოცავთ....
18. მაგარი ნაწერია.. უბერავ რა შენს და ჩვენს ჭკუაზე.. :) ამაშია მუღამიც.. მაგარი ნაწერია.. უბერავ რა შენს და ჩვენს ჭკუაზე.. :) ამაშია მუღამიც..
17. რაც ნაღდია, ნაღდია! ჰარალალო ჰარიჰარალალოო ჰეეეე რაც ნაღდია, ნაღდია! ჰარალალო ჰარიჰარალალოო ჰეეეე
15. ასე მგონია, რომ ამ თემის დასრულება მიუტევებელი შეცდომა იქნება. ასე მგონია, რომ ამ თემის დასრულება მიუტევებელი შეცდომა იქნება.
13. სალამი. საოცარი ალღო და ინტუიცია მაქვს:) საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებზე განსაკუთრებით.
მიხარია რომ საკმაოდ ადრე ვიპოვე ასეთი ადამიანი შენი სხით,ოღონდ გვიან.ანუ ჩემი ნიჭიერი ადამიანების ყულაბა ამ საიტზე რაღაც ეტაპია გავავსე და ახლებს აღარ ვამატებ.
წარმატებებს გისურვებ. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რომ ჭკვიანი ადამიანები მიყვარს. სულიერება შემოქმედების საყრდენიაო-მეზობელ ფორუმზე დაწერეს დღეს და..შენი შემოქმედებაც ასეთია.
ამ კონკრეტულ ნაწერს კი ,სორი ,მერე წავიკითხავ ..ალბათ
სალამი. საოცარი ალღო და ინტუიცია მაქვს:) საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებზე განსაკუთრებით.
მიხარია რომ საკმაოდ ადრე ვიპოვე ასეთი ადამიანი შენი სხით,ოღონდ გვიან.ანუ ჩემი ნიჭიერი ადამიანების ყულაბა ამ საიტზე რაღაც ეტაპია გავავსე და ახლებს აღარ ვამატებ.
წარმატებებს გისურვებ. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რომ ჭკვიანი ადამიანები მიყვარს. სულიერება შემოქმედების საყრდენიაო-მეზობელ ფორუმზე დაწერეს დღეს და..შენი შემოქმედებაც ასეთია.
ამ კონკრეტულ ნაწერს კი ,სორი ,მერე წავიკითხავ ..ალბათ
12. ხოო, ჩამატებული მართლა კარგი იყო , ძველი წაკითხულებიც სიამოვნებით გადავიკითხე ხელახლა . წარმატებები და თქვენს მიერ დაწერილი ბევრი ასეთი სახალისო მოგონებები ჩვეენ :) 555 ხოო, ჩამატებული მართლა კარგი იყო , ძველი წაკითხულებიც სიამოვნებით გადავიკითხე ხელახლა . წარმატებები და თქვენს მიერ დაწერილი ბევრი ასეთი სახალისო მოგონებები ჩვეენ :) 555
11. ეს ჩისტა გლდანური ამბავია...ია ტაკ დუმაიუ 555 ეს ჩისტა გლდანური ამბავია...ია ტაკ დუმაიუ 555
10. ლუდს ვკისრულოობთ!!!!!!!!!! :)) თუ იქნა გაგრძელებაა :P თუ არადა... უკეთეს შემთხვევაში ამხანაგური სასამართლო არ აგცდება ურაკზეეე ;) :)) ლუდს ვკისრულოობთ!!!!!!!!!! :)) თუ იქნა გაგრძელებაა :P თუ არადა... უკეთეს შემთხვევაში ამხანაგური სასამართლო არ აგცდება ურაკზეეე ;) :))
9. მიყვარს თქვენი პროზა..იუმორის გრძნობა უხვად გადმოუფრქვევია უფალს თქვენთვის....ამით კი ბევრი ვერ დაიკვეხნის ;) მიყვარს თქვენი პროზა..იუმორის გრძნობა უხვად გადმოუფრქვევია უფალს თქვენთვის....ამით კი ბევრი ვერ დაიკვეხნის ;)
8. )))))))))))) გაიხარეთ თამარ, მერაბ და მედეა! ყვავს ( ჰარირამას) უნდა გავაგდებინო კაკალი, თვარა, ულუდოდაც დავწერ თქვენ თუ მოგწონთ ამფერებს.))))))) )))))))))))) გაიხარეთ თამარ, მერაბ და მედეა! ყვავს ( ჰარირამას) უნდა გავაგდებინო კაკალი, თვარა, ულუდოდაც დავწერ თქვენ თუ მოგწონთ ამფერებს.)))))))
7. გაიხარე,გულიანად გადამეხარხარა,პირველი ნაწილის დასასრულზე ლუდზე თუა დამოკიდებული,მთელ "პივბარს"მოვიტან.ოღონდ სად,და როდის? გაიხარე,გულიანად გადამეხარხარა,პირველი ნაწილის დასასრულზე ლუდზე თუა დამოკიდებული,მთელ "პივბარს"მოვიტან.ოღონდ სად,და როდის?
6. ბატონო კახა ლუდს მე მოგიტანთ..ოღონდ გააგრძელეთ რა :) რომელ ლუდსს მიირთმევთ "ჰერცოგს","ნატახტარს" თუ "ყაზბეგს" :D არა მე მგონი "ჰეინეკენი"გირჩევნიათ.... ბატონო კახა ლუდს მე მოგიტანთ..ოღონდ გააგრძელეთ რა :) რომელ ლუდსს მიირთმევთ "ჰერცოგს","ნატახტარს" თუ "ყაზბეგს" :D არა მე მგონი "ჰეინეკენი"გირჩევნიათ....
5. რომ იცოდეთ, რა კარგები ხართ, ჰარი-ჰარალე!... გაიხარეთ ორივემ! :))))))))))))) რომ იცოდეთ, რა კარგები ხართ, ჰარი-ჰარალე!... გაიხარეთ ორივემ! :)))))))))))))
4. გაიხარე, "კახაჯან"... გენიალურად წერ! ის ჩამატებული ადგილიც ძალიან მომეწონა... ისე, დედის დედა - ქიქავა მყავდა და... ვინ ქიქავაა ის მურმანი? უნდა ვკითხო დედას. იქნებ იმან იცოდეს!
და არ გაბედო წერის მიტოვება! ეს დანაშაული იქნება, კახა... :) 555555555555555555555555555 გაიხარე, "კახაჯან"... გენიალურად წერ! ის ჩამატებული ადგილიც ძალიან მომეწონა... ისე, დედის დედა - ქიქავა მყავდა და... ვინ ქიქავაა ის მურმანი? უნდა ვკითხო დედას. იქნებ იმან იცოდეს!
და არ გაბედო წერის მიტოვება! ეს დანაშაული იქნება, კახა... :) 555555555555555555555555555
3. აააააა მაგარი იყოოოოოოოოოო პირველი ნაწილიიიიიიი 5555555 გამახსენდა ძველი ამბები LOOOOOOOOOOOOL სხვებსაც წავიკითხავ ! 55555555 :))))))))))00 აააააა მაგარი იყოოოოოოოოოო პირველი ნაწილიიიიიიი 5555555 გამახსენდა ძველი ამბები LOOOOOOOOOOOOL სხვებსაც წავიკითხავ ! 55555555 :))))))))))00
2. მოი, მომიტანე ლუდი და გავაგრძელებ. გესმის ყაძახო?))) მოი, მომიტანე ლუდი და გავაგრძელებ. გესმის ყაძახო?)))
1. ასე , შემოგვაპარე დამატება , ვიტომაც არაფერი ხომ ? მიყვარდა და ნიყვარს მე ის ეზო, ის სახლი, რეზო და ეთერი და არ დამთავრო , თორემ მიგტისკავ , გაიგე ჰარალე? ასე , შემოგვაპარე დამატება , ვიტომაც არაფერი ხომ ? მიყვარდა და ნიყვარს მე ის ეზო, ის სახლი, რეზო და ეთერი და არ დამთავრო , თორემ მიგტისკავ , გაიგე ჰარალე?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|