ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2009


ვსაუბრობთ სხეულით... (მოხეტიალეს ლექსებიდან)

ჩვენ ყოველ ღამე
ვსაუბრობთ სხეულით,
დილით კი უხმოდ
ვტოვებთ ერთმანეთს,
მხოლოდ
თვალებით
ვემშვიდობებით,
დაღამებამდე...

დაბინდებიდან
ვიწყებთ სიყვარულს,
ჩვენი სუნთქვაც კი
არითმიულად შეშლილი
ერწყმის
და მერე
კვდება
გათენებამდე...

მე უხმოდ ვდგები
სახეს გარიდებ,
შენ კი უკიდებ
სიგარეტს და
გსურს
სიძულვილი
უხერხულად
ჩამოწოლილი
დაანაფაზო...

ემოციები იცვლებიან
დღე-ღამესავით,
გვიზიდავს ვნება
მაგნიტივით
და გვიყვარს ღამე...
გამთენიისას
მუნჯ 
სიძულვილს
მოვახრჩობთ
კვამლში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს